საქართველოს გამოცდილების ანალიზი გვიჩვენებს ზოგიერთ მნიშვნელოვან გაკვეთილს, და მოიცავს იმუნიზაციის პროცესის ხელშემწყობ ფაქტორებსა და პოტენციურ რისკებს პროგრამული და ფინანსური მდგრადობისთვის.
იმედი გვაქვს, რომ ამ მტკიცებულებების გაცნობით შევძლებთ მეტად ინფორმირებული და პრობლემაზე ორიენტირებული გავხადოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ამასთანავე წარმოვაჩინოთ, თუ რამდენად ეფექტურია რეალისტური შეფასების მეთოდი კომპლექსური ინტერვენციების შესაფასებლად.
7 აპრილი მსოფლიო ჯანმრთელობისდღეა. საერთაშორისო ფინდი კურაციო ამ თარიღს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის ახალი ტალღით ეხმიანება და 2016 წლის ბოლო 6 თვის ტენდენციებს აფასებს. ისევე როგორც წინა ტალღებში, მერვე ტალღაც დარგის სპეციალისტების მოსაზრებებთან ერთად იყენებს საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს, რესპონდენტთა…
საერთაშორისო ფონდი კურაციო ფარმაცევტული კვლევის მეხუთე ტალღის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა მიზნად ისახავს მედიკამენტების ფასებისა და ფიზიკური ხელმისაწვდომობის შეფასებას, ჯანდაცვის პოლიტიკის ინფორმირებას და მისი გაუმჯობესების ხელშეწყობას. წარმოდგენილი კვლევის ანალიზი ეფუძნება, როგორც მიმდინარე, ასევე წინა 4 ტალღის შედეგებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდმა კურაციომ…
საერთაშორისო ფონდი კურაციო აგრძელებს ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების განხორციელებას აივ-ის გავრცელების თვალსაზრისით საკვანძო ჯგუფებში. კვლევა მიზნად ისახავს აივ ინფექციის გავრცელების შეფასებას ამ ჯგუფებში; აივ ინფექციასთან მიმართებაში ძირითადი სარისკო ქცევების განსაზღვრას და ადვოკატირებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის მტკიცებულებების გენერირებას. წინამდებარე კვლევა წარმოადგენს ბიომარკერის…
საერთაშორისო რეფერირებადმა ჟურნალმა BMC Health Services Research გამოაქვეყნა სტატია „ჯანდაცვის სერვისების უტილიზაცია და დანახარჯები, ქრონიკული და მწვავე მდგომარეობის პაციენტებისთვის საქართველოში: არის თუ არა პროგრამის სარგებელი დიზაინის შესაბამისი “. სტატიის ავტორები საერთაშორისო ფონდი კურაციოს და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის…
პროექტი „საქართველოში ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის გაძლიერების სტრატეგიული გეგმის შემუშავება“ დააფინანსა ჯანმრთელობის მაჩვენებლების ქსელმა (HMN). პროექტი დაიწყო 2007 წლის აპრილში და დასრულდა 2008 წლის მარტში. პროექტი მიზნად ისახავდა ჯანსაღი ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის შექმნას და ჯანმრთელობის მაჩვენებლების ქსელის სტანდარტების შესაბამისი სტრატეგიული გეგმის…
პროექტი დააფინანსა გლობალურმა ფონდმა და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ინფ. პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნ. პრაქტიკულ ცენტრთან, საზოგადოებრივ გაერთიანება „ბომონთან“ და ასოციაცია „თანადგომასთან“ თანამშრომლობით. პროექტი მიმდინარეობდა 2008 წლის თებერვლიდან 2010 წლის დეკემბრამდე. პროექტი მიზნად ისახავდა ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის…
ფარმაცევტული სექტორის და მედიკამენტებით მომარაგების ქსელის ოპერატიული შეფასება პროექტი „ფარმაცევტული სექტორის ოპერატიული შეფასება უზბეკეთში“ დააფინანსა მსოფლიო ბანკმა და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ Credes-თან (საფრანგეთი) თანამშრომლობით. პროექტის განხორციელება 2003 წელს დაიწყო. პროექტის მთავარი მიზანი იყო ოპერატიული შეფასება და ამისათვის ინფორმაციის მოპოვება…