ვაცნობიერებთ რა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებს, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, უნივერსიტეტები, ექსპერტები და აქტივისტები, ვიღებთ გადაწყვეტილებას, ჩამოვაყალიბოთ არაფორმალური გაერთიანება – ჯანდაცვის ადვოკატირების კოალიცია.
5 ნომბერს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გაიმართება პროექტის ‘სწრაფი მიმოხილვების დანერგვა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში’ გაცნობითი შეხვედრა.
17-19 ოქტომბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონალური ოფისი, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის საერთაშორისო ფონდსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ორგანიზებას უწევს სამუშაო შეხვედრას თბილისში, რათა ხელი შეუწყოს აივ ინფექციის, ტუბერკულოზის და მალარიის პროგრამების შიდა დაფინანსებაზე გადასვლას.
15 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ და საერთაშორისო ფონდ კურაციოს პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
საერთაშორისო ფონდი კურაციო მიმდინარე წლის 25 ივლისიდან ახორციელებს ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსის (AHPSR) მიერ ინიცირებული პროექტს ‘სწრაფი მიმოხილვების დანერგვა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში’.
8-12 ოქტომბრის განმავლობაში გლობალური ჯანდაცვის სისტემები/Health Systems Global ჯანდაცვის მეხუთე გლობალურ სიმპოზიუმს უმასპინძლებს ლივერპულში. საერთაშორისო ფონდი კურაციო კი უკვე რიგით მეორე გლობალურ სიმპოზიუმს უძღვება, როგორც HSG-ის სამდივნო ორგანიზაცია.
27 სექტემბერს რადიო თავისუფლების “დილის საუბრების” სტუმარი იყო ლელა სულაბერიძე, საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” მკვლევარი. მან ილაპარაკა “საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის” მე-11 ტალღაზე”.
27-29 სექტემბერს კაჭრეთში სამოქალაქო საზოგადოების მეოთხე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და აკადემიის წარმომადგენლები საერთაშორისო ფონდი კურაციოს და ღია საზოგადოების ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხვდებიან.
ბარომეტრის მე-11 ტალღა საქართველოს ფარმაცევტულ სექტორს მიმოიხილავს – აანალიზებს არსებულ სურათს, აფასებს სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ხაზს უსვამს სფეროში არსებულ მიღწევებს და გამოწვევებს.
აივ-ინფექციის მაღალი რისკის შემცველი ჯგუფია და სარისკო ქცევაზე ზედამხედველობის და ინფექციის გავრცელების ტენდენციის შესწავლის მიზნით ქცევაზე ზედამხედველობის კვლევები 2007 წლიდან ხორციელდება.