მოითხოვე ხელმისაწვდომი მკურნალობა იპოვე საჭირო მედიკამენტის ყველაზე იაფი ალტერნატივა, გამოთვალე სხვაობა ფასში და გაიგე შენი უფლებების შესახებ მეტი აქ. გამოგვყევი ფეისბუქზე შემოუერთდი ჯგუფს
საერთაშორისო ფონდი კურაციო აქვეყნებს კვლევის ანგარიშს „დედათა და ახალშობილთა მოვლის ხარისხის შეფასება მონტენეგროში“
კვლევის მთავარი მიგნება და მნიშვნელოვანად პოზიტიური დასკვნაა, რომ ფარმაცევტული პროდუქტების ინფლაციის დონის ბოლოდროინდელი მაჩვენებლები, ახლად განხორციელებული რეფორმების, კერძოდ, თურქეთიდან წამლის პარალელური იმპორტის დაშვების და რეფერენტული ფასწარმოქმნის დანერგვის შესაძლო დადებით შედეგებზე მიუთითებს. კვლევის შედეგები დეტალურად იხილეთ დოკუმენტში:
საერთაშორისო ფონდი კურაციო აქვეყნებს ახალ ბარომეტრს, კვლევას
ფარმაცევტული სექტორის შესახებ. კვლევის მიზანია შეისწავლოს ინფლაციის
დონის მაჩვენებელი ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფზე ფარმაცევტულ
პროდუქტებზე აქცენტით.
2023 წლის 15 სექტემბერს საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ „ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება ხელმისაწვდომი სარეაბილიტაციო სერვისებისათვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება R4D (Results for Development)-ისა და USAID-ის „ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების აქსელერატორის“ (The Health Systems Strengthening Accelerator) ინიციატივით გამართა სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ერთად.
COVID-19-ის პანდემიამ დიდი გავლენა იქონია მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პანდემიის დაწყებიდან ორი წლის შემდეგაც კი, მსოფლიოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენა აშკარა და დრამატულია.