სტატია: ბარიერები საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გამოყენებაზე: სწრაფი შეფასების კვლევა

სტატია საუბრობს ჯანმრთელობის სისტემის ბარიერებზე საქართველოში, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებთან იძულებით გადაადგილებული პირების წვდომას ზღუდავს. სტატია BMC Health Services Research -ში გამოქვეყნდა და მისი ავტორები ფონდ კურაციოს მკვლევარები არიან რამდენიმე კოლეგასთან ერთად: ადრიან მერფი, ივდითი ჩიქოვანი, მაია უჩანეიშვილი, ნინო მახაშვილი და ბაიარდ რობერტსი.

წაიკითხე მეტი

მედია ჩვენ შესახებ: ჯანდაცვის საკითხების ადვოკატირებისთვის – ახალი პროექტი სამოქალაქო სექტორში

წაიკითხეთ ონლაინ გამოცემა “ლიბერალის” მიმოხილვა სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანების შესახებ, რომელიც ჯანდაცვის საკითხებზე ადვოკაციის მიზნით შეიქმნა

წაიკითხე მეტი

მკვლევარი ლელა სულაბერიძე “ქალების ნარატივში”

საერთაშორისო ფონდი კურაციოს მკვლევარი ლელა სულაბერიძე “ქალების ნარატივს” ესტუმრა. ლელა მსჯელობს საავტორო კვლევის –  “ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის” უახლესი ტალღის  მიგნებებზე და მისი, როგორც ახალგაზრდა მკვლევარის გამოცდილებაზე ჯანდაცვის სფეროში.

წაიკითხე მეტი

ჯანდაცვის სისტემურ საკითხებზე მსჯელობისთვის სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება

შეხვედრის ფარგლებში შეკრებილი საზოგადოება იმსჯელებს ჯანდაცვის ერთერთი აქტუალური თემის  – ფარმაცევტული ბაზრის მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა მედიკამენტების ხელმისაწვდომობა, მედიკამენტების ხარისხის კონტროლი და მზარდი ფასის ტენდენცია.

წაიკითხე მეტი

24 მარტი ტუბერკულოზის საერთაშორისო დღეა

მსოფლიო 24 მარტს ტუბერკულოზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საერთაშორისო ფონდი კურაციო უერთდება ამ გლობალურ მოძრაობას ტუბერკულოზის დასამარცხებლად. ბოლო წლებში, ტუბერკულოზი კურაციოს ერთ-ერთი სტრატეგიული კვლევითი მიმართულებაა. მიმდინარე ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია მუშაობს ისეთ თემებზე როგორიცაა:

წაიკითხე მეტი

პროექტის დახურვა: ტუბერკულოზის მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება საქართველოში

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ შეისწავლა თემის დონეზე პაციენტებზე ორიენტირებული ხარისხიანი ფთიზიატრიული დახმარების მიწოდებაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის საკითხი და შექმნდა ტუბერკულოზის მიმართულებით მოქმედი იმ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების კატალოგი, რომლებიც ბოლო პერიოდში ახორციელებდნენ ტუბერკულოზთან დაკავშირებულ, პაციენტთა მოვლაზე ორიენტირებულ მომსახურებას.

წაიკითხე მეტი

პირველადი ჯანდაცვის სისტემების (PRIMASYS) კვლევა: საქართველოს გამოცდილების შესწავლა

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის (PRIMASYS) კვლევა განახორციელა. PRIMASYS-ის ანგარიში მიმოიხილავს პირველადი ჯანდაცვის სისტემის (პჯდ) ძირითად ასპექტებს, მათ შორის პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას, დაფინანსებას, პირველადი ჯანდაცვის სერვისების ინტეგრირებას ჯანდაცვის სისტემაში, ხედვას, პჯდ სერვისების ხარისხს და მოცულობას, მმართველობას და ორგანიზებას, ასევე სისტემის მონიტორინგს და შეფასებას.

წაიკითხე მეტი

ინტერვიუ ლელა სულაბერიძესთან: “გვყავს საშუალო ევროპულ ქვეყანაზე ორჯერ მეტი ექიმი და ორჯერ ნაკლები ექთანი”

დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს საქართველოში სამედიცინო პერსონალის რაოდენობრივი, პროფეისული და გეოგრაფიული დისბალანსის პრობლემის შესახებ, ასევე ექიმების პროდუქტიულობაზე და განათლების ხარისხის საკითხებზე.

წაიკითხე მეტი

ჯანდაცვის სექტორში ადამიანური რესურსის კვლევის მიგნებეზე გიორგი გოცაძე საუბრობს გადაცემა “ანალიტიკაში”

ინტერვიუს ფარგლებში განიხილეს ისეთი პრობლემური საკითხები როგორიცაა: ჯანდაცვის რესურსების რაოდენობრივი დისბალანსი ქვეყანაში, კადრების ასიმეტრიული პროფესიული და გეოგრაფიული განაწილება, დაბალი სამედიცინო განათლების ხარისხი და სხვა.

წაიკითხე მეტი

ადამიანური რესურსი ჯანდაცვის სექტორში – ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მე-10 ტალღა

ბარომეტრის მე-10 ტალღა ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანური რესურსის სიტუაციურ ანალიზს წარმოადგენს, ფოკუსირდება რა ჯანდაცვის რესურსების რაოდენობაზე, პროფესიულ და გეოგრაფიულ განაწილებაზე და სამედიცინო განათლების საკითხებზე.

წაიკითხე მეტი