27 სექტემბერს რადიო თავისუფლების “დილის საუბრების” სტუმარი იყო ლელა სულაბერიძე, საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” მკვლევარი. მან ილაპარაკა “საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის” მე-11 ტალღაზე”.
27-29 სექტემბერს კაჭრეთში სამოქალაქო საზოგადოების მეოთხე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და აკადემიის წარმომადგენლები საერთაშორისო ფონდი კურაციოს და ღია საზოგადოების ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხვდებიან.
ბარომეტრის მე-11 ტალღა საქართველოს ფარმაცევტულ სექტორს მიმოიხილავს – აანალიზებს არსებულ სურათს, აფასებს სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ხაზს უსვამს სფეროში არსებულ მიღწევებს და გამოწვევებს.
აივ-ინფექციის მაღალი რისკის შემცველი ჯგუფია და სარისკო ქცევაზე ზედამხედველობის და ინფექციის გავრცელების ტენდენციის შესწავლის მიზნით ქცევაზე ზედამხედველობის კვლევები 2007 წლიდან ხორციელდება.
‘საერთაშორისო ფონდი კურაციო’ უერთდება შიდსის 22-ე საერთაშორისო კონფერენციას (AIDS2018), რომელიც ტარდება ამსტერდამში 22-27 ივლისს.
ისინი აწარმოებენ მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ გადაარჩინონ სიცოცხლე და ამავდროულად ხელოვნურად ზღუდავენ ხელმისაწვდომობას ამ მედეიკამენტებზე, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც არ არიან მსყიდველობით-უნარიანები და იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც არ წარმოადგენენ მათთვის კომერციულ ინტერსს.
13 და 14 ივლისს საერთაშორისო ფონდი კურაციოს და ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად რიგით მესამე შეხვედრა იმართება. შეხვედრის მიზანი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სურათის ანალიზი და სისტემის გამოწვევებზე მსჯელობაა.
სამდივნოს სახელით, გვაქვს პატივი გაგაცნოთ მნიშვნელოვანი წინსვლა, რომელიც ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით იქნა მიღწეული. წარმოდგენილ დოკუმენტში, თქვენ იხილავთ HSG-ის, როგორც გლობალური ჯანდაცვის საზოგადოების პროგრესს ამ წლების განმავლობაში.
4 და 5 ივნისს საერთაშორისო ფოდნმა კურაციომ ღია საზოგადოების ქსელთან ერთად გამართა მეორე სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. სამუშაო შეხვედრა გაიმართა მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ისახავს მიზნად ჯანდაცვის სფეროში ადვოკატირების შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
რამდენიმე თვეა საერთაშორისო ფონდმა კურაციომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის მიზანი ჯანდაცვის პრობლემური საკითხების ადვოკატირებისთვის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა გაერთიანებაა.