საერთაშორისო ფონდი ”კურაციო” მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს იწვევს სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. 2002 წლიდან, ფონდში სტაჟირება გაიარეს სტუდენტებმა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, როგორიც არის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, იელი, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლა და ა.შ. 2012-2013 წლებში ინტერნებს შესაძლებლობა ექნებათ,…
კურაციოს სახელობის სტიპენდია სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ჯანდაცვის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა ანა კასრაძემ მოიპოვა.ანა კასრაძე 2011 წლიდან მუშაობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. იგი მუდმივად მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში. 2011 წელს გაიარა ფლორიდის უნივერსიტეტის ონლაინ სასერტიფიკაციო…
2010 წლის იანვრიდან ივლისამდე საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად განახორციელა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა გლობალური ფონდის აივ/შიდსის პროგრამების გავლენის შესწავლას სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლზე საქართველოში, ყირგიზეთსა და უკრაინაში. კვლევის პროცესში ორგანიზაციამ გააანალიზა…
საერთაშორისო ფონდი ”კურაციო” (www.curatiofoundation.org) აცხადებს სტიპენდიის პროგრამას 2012-2013 წლებისთვის. საბუთები მიიღება 15 ივნისამდე. ვის შეიძლება მიენიჭოს? სტიპენდია მიენიჭება სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს, რომელიც სწავლობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. რა დაფინანსდება და რა სახით: • სტიპენდია გაიცემა ერთ…
საქართველოში ჯანდაცვის მომსახურება ხელმისაწვდომი ძალიან მდიდრებისთვის და/ან ძალიან ღარიბებისთვისაა- ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს ახალი კვლევის შედეგები იძლევა, რომელიც შეისწავლის უმწეოთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამის გავლენას სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე. კვლევა განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების კვლევის…
საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ჟენევის 2012 წლის ჯანდაცვის ფორუმზე წარადგინა კვლევის წინასწარი შედეგები, რომელიც აფასებს ჯანდაცვის სისტემებს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში დიაბეტის მართვის თვალსაზრისით. მულტიმეთოდური და სწრაფი შეფასების მეშვეობით შესწავლილ იქნა არაგადამდები დაავადებების (დიაბეტის) მართვა ხუთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. კვლევის მიზანია ძირითადი…
საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ კოპენჰაგენის 2012 წლის კონფერენციაზე ორი პოსტერი წარმოადგინა. ერთერთი პოსტერი მოიცავს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს შორის საქართველოს ხუთ ქალაქში 2008-2009 წ. აივ ინფექციაზე ქცევითი და ბიომარკერული კვლევის შედეგებს. კერძოდ, შესწავლილ იქნა ნარკომომხმარებლებს შორის ტესტირების დაბალი მაჩვენებელის განმაპირობებელი ფაქტორები. კონფერენციის…
საერთაშორისო ფონდმა კურაციომ დაასრულა მუშაობა კვლევაზე: “საქართველოში მედიკამენტების ფასები, ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა”. კვლევა განხორციელდა 2009-2011 წლებში სამ ეტაპად. კვლევის მთავარი მიზანი მედიკამენტებზე მოსახლეობის ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა. სამი წლის მანძილზე საქართველოში არსებული აფთიაქებსა და სხვადასხვა სახის მედიკამენტებზე…
ინტერნეტგამოცემა ‘ნეტგაზეთის’ ჟურნალისტი ნინო კახიშვილი საქართველოს მოსახლეობის წამლებზე დანახარჯის მაღალ მაჩვენებელს აანალიზებს სტატიაში “რამდენი იხარჯება წამალზე”
2011 წლის 26 ოქტომბერს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ სემინარზე, რომელიც ჯანდაცვის დაფინანსების რეფორმებს მიეძღვნა, საერთაშორისო ფონდ„კურაციოს“ მკვლევარმა ნათია რუხაძემ წარმოადგინა კვლევის შედეგები: მოსახლეობის ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯების ანალიზი საქართველოში. კვლევა დაფინანსებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. კვლევაში გამოყენებულია…