სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
საქართველოს გამოცდილების ანალიზი გვიჩვენებს ზოგიერთ მნიშვნელოვან გაკვეთილს, და მოიცავს იმუნიზაციის პროცესის ხელშემწყობ ფაქტორებსა და პოტენციურ რისკებს პროგრამული და ფინანსური მდგრადობისთვის.
საჭირო ხდება დაინერგოს ზიანის შემცირების უახლესი ინტერვენციები და მათი სამიზნე გახდეს არაინექციური და რეკრეაციული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, დაინერგოს ნარკოტიკული საშუალებების შემოწმების სერვისები (DCS).
დიდი ალბათობით ქვეყანა მორიგი აფეთქების წინაშე დგას და სჯობს დროულად გავატაროთ საჭირო ღონისძიებები ვიდრე დღიურად დადასტურებული შემთხვევები 500-ის ირგვლივაა და არა 5000-ის.
საერთაშორისო ფონდი კურაციო აქვეყნებს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის ახალ მეთოთხმეტე ტალღასრომელიც საქართველოს ჯანდაცვის სექტორის ფინანსური მდგომარეობისა და რისკების შეფასებისანალიზს შეიცავს.
პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მიმართა საერთაშორისო ფონდ კურაციოს მკვლევართა გუნდს მტკიცებულებების სინთეზის დოკუმენტის შემუშავების თხოვნით, მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
22 აპრილს ჩვენმა გუნდმა გაგიზიარათ მოსაზრებები ეპიდემიიის მიმდინარეობაზე, როდესაც 10 დღიანი პროგნოზით მაისის დასაწყისისთვის შემთხვევების ზრდას 1000-მდე ვვარაუდობდით. საბედნიეროდ ვირუსის ზრდა ქვეყანაში შენელდა და 17 მაისის მდგომარეობით სულ 695 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. დროა შევაჯამოთ გასული პერიოდი და შემდგომ ნაბიჯებზე გამოვთქვათ მოსაზრება.
ანგარიშში ნაჩვენებია მობილობის ცვლილების ტრენდი სხვადასხვა სოციალური აქტივობის მიხედვით, როგორიცაა გართობა, დასვენება, ვაჭრობა, ტრანსპორტირება, ასევე აქტივობა ოფისებში/სამუშაო ადგილებზე და საცხოვრებელ სახლებში.
ეპიდემიის დღიური ზრდის ტემპი კვლავაც წრფივია და 7.3%-ია. ერთი დღის ნახტომმა გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც მედიაში, ასევე საზოგადოებაში, გააჩინა ეჭვებიც და გარკვეულად მცდარი მოლოდინები-შიშები შექმნა.
დოკუმენტი შეისწავლის შემაკავებელი ღონისძიებების გავლენას COVID19-ის შემთხვევების დღიურ ზრდის ტემპზე და გამოაქვს დასკვნები საქართველოში მოქმედი შემაკავებელი ღონისძიებების ეფექტიანობის შესახებ.