ეპიდემიის დღიური ზრდის ტემპი კვლავაც წრფივია და 7.3%-ია. ერთი დღის ნახტომმა გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც მედიაში, ასევე საზოგადოებაში, გააჩინა ეჭვებიც და გარკვეულად მცდარი მოლოდინები-შიშები შექმნა.
ექსპერტების დასკვნის მიხედვით, საქართველოში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დახურვიდან 10 დღის შემდეგ შემთხვევათა დღიური ზრდის ტემპი ორჯერ შემცირდა და ამის შემდეგ ეპიდემია ნელა ვრცელდება, რაც მნიშვნელოვანია დროის მოგებისა და ეპიდემიის პიკის გადავადების მხრივ. „პუბლიკა“ ორგანიზაციის პრეზიდენტ გიორგი გოცაძეს ესაუბრა.
ოგორ მიმდინარეობს Covid-19-ის ეპიდემია საქართველოში? ონლაინ გამოცემა ნეტგაზეთი გიორგი გოცაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. შეიძლება თუ არა ქვეყანაში იყოს დიდი რაოდენობით შემთხვევები, რომლებიც არ გამოვლენილა? როგორ იმუშავა მთავრობის მიღებულმა ზომებმა ეპიდემიის პრევენციისთვის? ზრდის თუ არა ეკლესიებში წირვის გაგრძელება ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს?
ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთი” საერთაშორისო ფონდი კურაციოს COVID-19-ის ეპიდემიის მიმდინარეობის ტენდენციების შესახებ მომზადებულ დოკუმენტს აქვეყნებს.
გუშინ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით კორონავირუსის ადრეული გამოვლენისა და პრენევენციისთვის ახალი აპლიკაციის პრეზენტაცია გამართ. ნახეთ გიორგი გოცაძის კომენტარი აპლიკაციის მოლოდინების შესახებ.
დოკუმენტი შეისწავლის შემაკავებელი ღონისძიებების გავლენას COVID19-ის შემთხვევების დღიურ ზრდის ტემპზე და გამოაქვს დასკვნები საქართველოში მოქმედი შემაკავებელი ღონისძიებების ეფექტიანობის შესახებ.
ამ დოკუმენტის მიზანია 12 აპრილის მდგომარეობით საქართველოში COVID-19-ის ეპიდემიის მიმდინარეობის ტენდენციები გაანალიზდეს და გარკვეული დასკვნები გაკეთდეს, რაც ალბათ მომავალში გასატარებელ ღონისძიებებზე საუბრისასდაგვეხმარება.
Google-მა დაიწყო რეგულარული ანგარიშების მომზადება იმის შესახებ თუ როგორ შეცვალა COVID-19-ის წინააღმდეგ დაწესებულმა კარანტინმა გლობალურად მილიონობით ადამიანის ყოველდღიური ქცევა.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით საერთაშორისო ფონდმა კურაციომ შეაფასა, რას მიაღწია საქართველომ სოციალური დისტანცირებით 29 მარტის მდგომაროებით.
საერთაშორისო ფონდმა კურაციომ წამოიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც COVID-19-ის მიმდინარეობის შესახებ მკითხველის მხრიდან დასმულ კითხვებს პერიოდულად უპასუხებს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩაერთოთ კამპანიაში და თვალი ადევნოთ ჯანდაცვის ექსპერტთა მოსაზრებებს, პროგნოზებს, რეკომენდაციებს.
ვიდეო ბლოგი სამ მნიშვნელოვან კითხვას პასუხობს:
რამდენად ეფექტური იყო საქართველოში გატარებული ღონისძიებები ეპიდემიის შესაჩერებლად
რამდენად შეიძლება ინფექციის მოდელირება და რა მნიშვნელობა აქვს მოდელირების შედეგად მიღებულ შედეგებს
მზად არის თუ არა საქართველოს ჯანდაცვის სექტორი ეპიდემიასთან გასამკლავებლად