ქალბატონი ქეთევანი მართალია ტოვებს პრეზიდენტის თანამდებობას პროფესიული ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის გამო, მაგრამ რჩება ჯანდაცვის სფეროში და გააგრძელებს მუშაობას დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში. საერთაშორისო ფონდი კურაციო მადლიერებას გამოხატავს და წარმატებას უსურვებს ქალბატონ ქეთევანს პროფესიული ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე და იმედს გამოთქვამს რომ 15-წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეცხრე ტალღის მთავარი მიგნებების შესახებ “საქმის კურსის” პირდაპირ ეთერში საერთაშორისო ფონდი კურაციოს მკვლევარმა ლელა სულაბერიძემ ისაუბრა. გადაცემის ფარგლებში აქცენტები გაკეთდა მოსახლეობის ფინანსური დაცულობის, პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობის და რესპოდენტთა სამომავლო მოლოდინების შესახებ, რომელიც კვლევით დაფიქსირდა. ნახეთ გადაცემის ჩანაწერი დარგის სპეციალისტთა მოსაზრებების გასაცნობად.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინის ცვლილება ჯანდაცვის სფეროს წარმატებად სახელდება, რაც გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარების შემოსავლის მიხედვით დაჯგუფებას და თითოეული ჯგუფისთვის დიფერენცირებული პაკეტის მიწოდებას. გარდა ამისა, უმწეო მოსახლეობისთვისს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას.
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყოფილი საბჭოთა ქვეყნები საერთო გამოწვევებს ებრძვიან. კერძოდ, ტუბერკულოზის ჰოსპიტალური მკურნალობის მოდელს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებული სერვისების მიწოდებას. 2005 წლიდან ქვეყნის მასშტაბით უშუალო მეთვალყურეობის მკურნალობის (DOTS) მოდელის დანერგვით და ტუბერკულოზის სერვისების დეცენტრალიზებით საქართველო რეგიონალურ ლიდერად წარმოჩინდა.
9 აგვისტოს საერთაშორისო ფონდი კურაციო ტუბერკულოზის სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით მეორე სამუშაო შეხვედრას გამართავს. შეხვედრა მიმდინარე პროექტის –„ტუბერკულოზის სფეროში სამედიცინო პერსონალის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება“ – ფარგლებში ჩატარდება, რომელიც საქართველოს მთავრობას ტუბერკულოზის მკურნალობისთვის
საერთაშორისო ფონდმა კურაციომ გაანალიზა ჯანმრთელობის სერვისების მოხმარების და დანახარჯების კვლევის ორი ტალღა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ატარებს WHO-ს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ჩვენ შევისწავლეთ თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას ამბულატორიული სერვისების გამოყენებაზე საქართველოში. გამოვლინდა რამდენიმე საინტერესო მიგნება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობისთვის…
შესავალი და მოკლე მიმოხილვა საერთაშორისო ფონდი კურაციო დედოფალ მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტთან (გაერთიანებული სამეფო), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტთან (ბელგია) ერთად ახორციელებს კვლევას “სქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება:…
ონლაინ სემინარების უფასო კურსი უკვე მიმდინარეობს
სამეცნიერო პუბლიკაცია ჟურნალში კვლევის შედეგების გაზიარების მნიშვნელოვანი ფორმაა, მაგრამ პუბლიკაციის შეფასება (Peer review) და გამოქვეყნება ხშირად რთულ და დამღლელ პროცესად იქცევა. ამ პროცესზე ბუნდოვანი წარმოდგენების ნათელსაყოფად, BioMed Central და ჯანდაცვის მსოფლიო სისტემები (HSG), რომლის სამდივნოს საერთაშორისო ფონდი კურაციო მართავს, გთავაზობთ ონლაინ სემინარების
შესავალი და მოკლე მიმოხილვა საერთაშორისო ფონდი კურაციო დედოფალ მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტთან (გაერთიანებული სამეფო), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტთან (ბელგია) ერთად ახორციელებს კვლევას “სქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება:…
თებერვალში საერთაშორისო ფონდი კურაციოს დირექტორი გიორგი გოცაძე ფორბსის ქართულ გამოცემას ესაუბრა. ინტერვიუში აქცენტი ჯანდაცვის სისტემების ეფექტიან მართვაზე და ჯანდაცვაში ინოვაციების როლზე გაკეთდა. ამ კონტექსტში ისაუბრეს გლობალური ჯანდაცვის სისტემების (HSG) და საერთაშორისო ფონდი კურაციოს თანამშრომლობაზეც. გთავაზობთ ინტერვიუს: გლობალური ჯანდაცვის სისტემები (HSG)…