უმწეოთა დაზღვევის გავლენა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე

საქართველოში ჯანდაცვის მომსახურება ხელმისაწვდომი ძალიან მდიდრებისთვის და/ან ძალიან ღარიბებისთვისაა- ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს ახალი კვლევის შედეგები იძლევა, რომელიც შეისწავლის უმწეოთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამის გავლენას სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე. კვლევა განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების კვლევის ალიანსის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის საფუძველზე „კურაციომ“ გამოაქვეყნა მოკლე დოკუმენტი, ე.წ. პოლიტიკური ცნობარი, რომელშიც აღწერილია კვლევის შედეგები.

ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. უმწეოთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამა 2007 წელს ამოქმედდა და საქართველოს მოსახლეობის ერთი მეხუთედი მოიცვა. ამ პროგრამით, სახელმწიფო მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯანდაცვის მომსახურების დანახარჯებს მნიშვნელოვნად უმცირებს.

კვლევამ შეაფასა რა გავლენა ჰქონდა ჯანდაცვის დაფინანსების ახალ ინიციატივას. კერძოდ, შესწავლილ იქნა თუ რამდენად სამართლიანია უმწეოებისა და არაუმწეოებისთვის ჯანდაცვის ბაზისურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯებისგან ფინანსური დაცვა.

დოკუმენტში, ასევე, აღწერილია კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის წარმატებები და ხარვეზები, რაც აღნიშნული პროგრამის განხორციელების პროცესში გამოვლინდა. მოკლე პოლიტიკური ცნობარი განიხილავს პოლიტიკის წინადადებებს და კონკრეტულ რეკომენდაციებს უმწეოთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამის სამომავლო განვითარების კუთხით …

კვლევის შედეგები, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები ნახეთ პოლიტიკური ცნობარის სრულ დოკუმენტში (დოკუმენტი ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე).

ნახეთ კვლევის სრული ანგარიში (დოკუმენტი ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე).

ახალი ამბები

სტატია: ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ეკონომიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევა საქართველოში: პოლიტიკის ინფორმირება და მტკიცებულებების გამოყენება

ახალი სტატია საუბრობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ეკონომიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების შესახებ საქართველოში და მიმოიხილავს შესაძლებლობებს, რომელიც რეფორმირებისთვის საჭირო სტრატეგიის განვითარებას დაეხმარება. სტატია ახლახანს გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში BMC Health Services Research, კურაციოს მკვლევრების: ლელა სულაბერიძე, ივდითი ჩიქოვანი, მაია უჩანეიშვილი,…

ინტერვიუ თამარ სირბილაძესთან საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების ზომასა და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირების რისკის შემცველი ქცევების შესახებ

ინტერვიუ ეყრდნობა საქართველოს 7 ქალაქში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში  ბიომარკერის კომპონენტით ქცევაზე ზედამხედველობის ინტეგრირებული კვლევის უახლეს ტალღას. კვლევა მიზნად ისახავს შეაფასოს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ ინფექციის და C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება, განსაზღვროს აივ ინფექციასთან მიმართებაში ძირითადი სარისკო ქცევები და მოიძიოს მტკიცებულებები…

საქართველოში ტუბერკულოზის სფეროში სამედიცინო პერსონალის  შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება: ხარჯთეფექტიანობისა და გავლენის განსაზღვრა (RBF4TB)

შესავალი და მოკლე მიმოხილვა საერთაშორისო ფონდი კურაციო დედოფალ მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტთან (გაერთიანებული სამეფო), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტთან (ბელგია) ერთად ახორციელებს კვლევას “სქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება:…

ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა ბიომარკერის კომპონენტით საქართველოს ორ ძირითად ქალაქში მამაკაცებს შორის, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან, 2015

საერთაშორისო ფონდი კურაციო აგრძელებს ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების განხორციელებას აივ-ის გავრცელების თვალსაზრისით საკვანძო ჯგუფებში. კვლევა მიზნად ისახავს აივ ინფექციის  გავრცელების შეფასებას ამ ჯგუფებში; აივ ინფექციასთან მიმართებაში ძირითადი სარისკო ქცევების განსაზღვრას და ადვოკატირებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის მტკიცებულებების გენერირებას. წინამდებარე კვლევა წარმოადგენს ბიომარკერის…

ჟურნალ BMC-ში გამოქვეყნდა საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ საქართველოში ჩატარებული რანდომიზებული კვლევა – „იმუნიზაციის პროგრამაზე მხარდამჭერი მეთვალყურეობის როლის შედეგები“ .

ჟურნალ BMC-ის დანართში ”საერთაშორისო ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები 2009” საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ და საერთაშორისო ექსპერტების კვლევითი სტატია „არათანაბარი მოცვა: უთანასწორობის გამოვლენა იმუნზაციის დონის გასაუმჯობესებლად მტკიცებულების დახმარებით“გამოქვეყნდა. კვლევა ჩატარდა კანადის საერთაშორისო იმუნიზაციის ინიციატივის მეორე ეტაპის (CIII2) ფარგლებში – ოპერაციული კვლევების გრანტები….

საერთაშორისო ფონდი კურაციო იწყებს სტიპენდიის პროგრამას ჯანდაცვის/ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვის ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტებისთვის

ხართ ჯანდაცვის/საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტი? თუ ასეა, უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ მიიღოთ სტიპენდია 250 ლარის ოდენობით თვეში. 2009 წლიდან საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ დაიწყო სტიპენდიების გაცემა საქართველოს აკრედიტირებული უნივერსიტეტების, ჯანდაცვის ორგანიზაციის/საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტებისათვის….