იუნისეფის პროგრამების შედეგების შეფასება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ხუთ ქვეყანაში

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ შეაფასა  UNICEF-ის პროგრამების შედეგები 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობისა და ავადობის სტატისტიკის გაუმჯობესების მხრივ შემდეგ  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ხუთ ქვეყანაში: ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, სერბეთი და უზბეკეთი. ანგარიში აფასებს 12 წლიან პერიოდს 2000-დან 2012 წლამდე და მასზე მუშაობა 2014-2015 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Evaluation of UNICEF’s Contribution (1)შეფასებამ აქცენტი გააკეთა შემდეგ მიმართულებებზე: 1. პროგრამების გავლენა ბავშვების ჯანმრთელობაზე;  2. თანასწორობის და შესაბამისობის პრინციპები; 3. სისტემური ცვლილებები;  4. UNICEF-ის წვლილი; 4. მდგრადობის საკითხი.

კვლევამ აჩვენა,
რომ შეფასების პერიოდში შემცირებულია 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა და ავადობა, თუმცა არსებობს თანასწორობის ხარვეზები განსხვავებული  გეოგრაფიული მდებარეობის მქონე, გენდერული და სოციო-ეკონომიკური ჯგუფების წარმომადგენლებისთვის.  კვლევის შედეგებმა ცხადჰყო, რომ UNICEF-ის მიერ განხორციელებული პროგრამების მხარდაჭერით გადაიჭრა ახალშობილთა და 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის და ავადობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზები. პროგრამების წვლილი წარმატებული აღმოჩნდა ასევე ჯანდაცვის სისტემაში არსებული ხარვეზების მოსაგვარებელი ინტერვენციების იდენტიფიცირებისა და დანერგვის მიმართულებითაც.

ძირითადი რეკომენდაციები

შეფასების რეკომენდაცია იყო  ყურადღების გამახვილება თანასწორობის პრინციპის დაცვაზე, ბავშვთა სიკვდილიანობისა და ავადობის იმ მიზეზების აღმოფხვრაზე, რომელსაც წინა პერიოდში სრულად ვერ უპასუხა პროგრამებმა და ასევე, ჯანდაცვის სისტემის და სათემო დონეზე არსებული ხარვეზების მოგვარებაზე.

მეტის გასაგებად ჩამოტვირთეთ ანგარიში.

ანგარიში

 

Please follow and like us:

ახალი ამბები