მანდატორული ვაქცინაცია და მწვანე საშვები – საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვა

მსოფლიოში კოვიდ ვაქცინაციის პროცესი  2020 წლის ბოლოს დაიწყო და სხვადასხვა ქვეყნაში სხვადასხვა ტემპით გრძელდება. 2021 წ. 7 დეკემბრის მონაცემებით, მსოფლიოში 8 მილიარდი დოზა ვაქცინა არის გაკეთებული, სრულად კი მსოფლიო მოსახლეობის 45% არის აცრილი.

რაც შეეხება საქართველოს,  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრებით საჭირო მოცვის სამიზნე მაჩვენებლად მოზრდილი მოსახლეობის 60% განისაზღვრა, რასაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს 2021 წლის ბოლომდე. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 7 დეკემბრის მონაცემებით, სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 36% (მთლიანი მოსახლეობის 28%). საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება როგორც ეროვნული გეგმით განსაზღვრულ დონეს, ასევე, იმავე ეკონომიკურ ჯგუფში შემავალი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს და უახლოვდება ქვედა-საშუალო შემოსავლის ქვეყნების აცრის მაჩვენებელს.

წინამდებარე დოკუმენტი მიზნად ისახავს იმ ქვეყნების გამოცდილების მიმოხილვას, რომლებმაც დანერგეს სავალდებულო ვაქცინაცია ან/და მწვანე პასპორტები ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების და სასურველი მოცვის მაჩვენებლის მიღწევის მიზნით. ეს ორი ინტერვენცია, განხილულია როგორც ვაქცინაციის მოცვის შემდგომი გაზრდის პოტენციური საშუალება საქართველოში.

დოკუმენტი მომზადებულია მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკისა და პრაქტიკის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო ფონდკურაციოსა და  ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტის მტკიცებულებები პოლიტიკისთვის ცენტრთან ერთად ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსის მხარდაჭერით.

იხილეთ მიმოხილვის და სარეკომენდაციო დოკუმენტები:

ახალი ამბები