ფარმაცევტული საშუალებების ფასწარმოქმნის მექანიზმები მოსახლეობაში მედიკამენტებზე უკეთესი ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ პოლიტიკის დიალოგი გამართა თემაზე “ფარმაცევტული საშუალებების ფასწარმოქმნისმექანიზმები, მოსახლეობაში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის საქართველოში“. შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსის (AHPSR) მიერ მხარდაჭერილი პროქეტის ფარგლებში, რომელსაც ფონდი კურაციო ახორციელებს ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტთან არსებული მტკიცებულება პოლიტიკისთვის ცენტრთან ერთად (K2P).

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო მტკიცებულების სინთეზის დოკუმენტი: “ფარმაცევტული საშუალებების ფასწარმოქმნის მექანიზმები, მოსახლეობაში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის საქართველოში”, რომელიცმიმოიხილავს საერთაშორისო პრაქტიკას და სამეცნიერო მტკიცეულებებს. დოკუმენტი შეიქმნა საერთაშორისო ფონდ კურაციოს მიერ, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დასაქართველოს პარლამენტის კვლევითი განყოფილების ჩართულობით. ინიციატივა დაფინანსებულია ჯანმრთელობისმსოფლიო ორგანიზაციასთან არსებული, ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსის მიერ. პროექტისტექნიკური მხარდამჭერები არიან: ტორონტოს მტკიცებულებების ადაპტირების ცენტრი, ბეირუთის ამერიკულუნივერსიტეტთან არსებული მტკიცებულება პოლიტიკისთვის ცენტრი და მაკერერეს უნივერსიტეტი.

შეხვედრა იყო მულტისექტორული  და მას ესწრებოდნენ როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, საქართველოს პარლამენტის, აკადემიის, ფარმაცევტული კომპანიების და ასოციაციების, სამედიცინო ასოციაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები. მონაწილეებმა განიხილეს შემოთავაზებული მექანიზმები დაიმსჯელეს მათი დანერგვის შესაძლებლობაზე. კონსულტაციების საფუძველზე დასრულებული დოკუმენტი დაიგზავნება პოლიტიკის შემქმნელებთან და შეხვედრის მონაწილეებთან რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები და გაუმჯობესდეს ფარმაცევტულ საშულებებზე ხელმისაწვდომობა.

განახლებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ ჩვენ ვებ გვერდს.

ახალი ამბები