საერთაშორისო ფონდი კურაციო სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე მოხსენებით წარსდგა

საერთაშორისო ფონდი კურაციო, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ თანადგომასთან და საზოგადოებრივ გაერთიანება ბემონთან ერთად ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე წარსდგა.

ფორუმზე, კურაციოს მკვლევარმა ნათია შენგელიამ, ნინო წერეთელთან (საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა) და თამარ სირბილაძესთან  (საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი) ერთად წარადგინა ქცევაზე ზედამხედველობის და პოპულაციის ზომის შეფასების კვლევების შედეგები, სექს-მუშაკებსა და ინიექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში, რომელიც გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2002 წლიდან ხორციელდება.

კვლევის ბოლო ტალღა ჩატარდა 2017 წელს, იხილეთ ანგარიში.

ახალი ამბები