სამუშაო შეხვედრა – ჯანდაცვის კერძო სექტორის ბაზრის სტრუქტურის როლი სერვისების ხარისხსა და ხელმისაწვდომობაში

2022 წლის 17-21 იანვარს, საერთაშორისო ფონდმა კურაციომ გამართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა,  მონაცემთა ანალიზია და სინთეზს. შეხვედრა ჩატარდა  პროექტის ფარგლებში: “კონცენტრაცია და ფრაგმენტაცია: ჯანდაცვის კერძო სექტორის ბაზრის სტრუქტურის როლი სერვისების ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე (ConFrag)“, რომელის  მიზანია შეისწავლოს რა საფრთხეს უქმნის კერძო სამედიცინო ბაზრის ზედმეტი კონცენტრაცია და ზედმეტი ფრაგმენტაცია პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას და რაში მდგომარეობს ჯანდაცვის პოლიტიკის ალტერნატივები, რომელიც უპასუხებს ამ გამოწვევას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ფონდ კურაციოსა (CIF) და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის (LSHTM) მკვლევარები

პროექტი ფინანსდება ჯანდაცვის სისტემების ერთობლივი კვლევის ინიციატივით, რომელსაც ერთობლივად აფინანსებენ საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი (DFID), ეკონომიკისა და სოციალური კვლევის საბჭო (ESRC), სამედიცინო კვლევების საბჭო (MRC) და საქველმოქმედო – სამედიცინო ფონდი „Welcome Trust“ (WT).

ახალი ამბები