მოზარდებსა და ახალგაზრდებში ადიქციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის პრევენცია საქართველოში – კვლევის შუალედური შედეგების მოხსენება

2020 წლის 16 ოქტომბერს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ გაფართოვებული შეხვედრა გამართა კვლევითი პროექტის – მოზარდებსა და ახალგაზრდებში ადიქციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის პრევენცია საქართველოში (PAMAd) შუალედური შედეგების მოსახსენებლად.

შეხვედრას ფსიქიკური ჯანმრთელობის და ადიქციის სფეროში მომუშავე სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანოზაციები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფონდ კურაციოს გუნდმა მონაწილეებს კვლევის შუალედური შედეგების და კლუბი სინერგიის პოზიტიური გავლენების შესახებ მოახსენა. შეხვედრის ბოლოს მოზარდებისთვის და ახალგაზრდებისთვის სერვისების გაუმჯობესების საჭიროებებზე დისკუსია გაიმართა.

კვლევითი პროექტი დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის (DFID), სამედიცინო კვლევების საბჭოს (MRC) და ჯანმრთელობის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (NIHR) მიერ. პროექტის განმახორციელებლები არიან საერთაშორისო ფონდი კურაციო, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი, კარდიფის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინისსკოლა (დიდი ბრიტანეთი).

ახალი ამბები