ჩაერთეთ საერთაშორისო ფონდ კურაციოს სტრატეგიული სტაჟირების პროგრამაში

საერთაშორისო ფონდი კურაციო ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აცხადებს საგანმანათლებლო სტაჟირების პროგრამას ჯანდაცვის სფეროთი დაინტერესებული და სფეროში მოღვაწე პირებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ გახდნენ ცვლილების მონაწილეები.

პროგრამა უკვე მესამედ ხორციელდება და ამჯერად ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტებისთვის იქნება განკუთვნილი. პროგრამის საგანმანათლებლო და პრაქტიკული ნაწილი მონაწილეებს აძლევს თემატურ ცოდნას და ასწავლის მექანიზმებს  კვლევის და მტკიცებულებების მოძიებისთვის, ასევე საჭირო სტრატეგიული და საკომუნიკაციო პროცესის დაგეგმვისთვის. პროგრამის მეორე ეტაპი პრაქტიკული სამუშაოა და მონაწილეთა მხრიდან მტკიცებულებაზე დაფუძნებული საადვოკაციო პროექტის განხორციელებას გულისხმობს.

თუ დაინტერესებული ხართ ჩვენ ველით თქვენს განაცხადს. აპლიკაციები მიიღება 2021 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.  გამოგზავნეთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი მისამართზე [email protected] და [email protected] -ზე.

პროგრამა დაიწყება 3 დღიანი ტრენინგით 2021 წლის ოქტომბერში (პირისპირ ან ვირტუალურად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით და ყველა რეგულაციის დაცვით)

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოივთ დაუკავშირდეთ კურაციოს კვლევითი განყოფილების დირექტორს მაია უჩანეიშვილს

+995 32 2251344 ან +995 599267774.

პროგრამას გაუძღვებიან სფეროს წარმომადგენლები და ტრენერები ივდითი ჩიქოვანი, ლელა სულაბრიძე, ინა ჩარკვიანი, მაია უჩანეიშვილი და გიორგი სოსელია.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია აქ.

პროგრამა შედგენილია საერთაშორისო ფონდი კურაციოს მიერ ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტთან არსებულიმტკიცებულებების პოლიტიკისთვის ცენტრთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ჯანრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის და პრაქტიკის კოლაბორაციულ ცენტრს.

ახალი ამბები