საერთაშორისო ფონდი კურაციო ‘გლობალური ჯანდაცვის სისტემების’ სამდივნოა

 

“გლობალური ჯანდაცვის სისტემები” (HSG) არის პირველი საერთაშორისო საზოგადოება, რომელის ფუნქციონირების მიზანია ჯანმრთელობის სისტემების კვლევა და არსებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა. HSG მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს მკვლევარებს, პოლიტიკოსებს, დონორებს, განმახორციელებლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ პირებს. HSG-ის 1900 წევრი ერთად მუშაობს რათა შექმნას საჭირო მეცნიერული მტკიცებულებები, გაავრცელოს ეს ცოდნა, და ხელი შეუწყოს მის გამოყენებას ჯანდაცვის სფეროს განვითარების და გაძლიერების მიზნით.

2015 წლის პირველი მარტიდან, საერთაშორისო ფონდი კურაციო (CIF) გახდა HSG-ის სამდივნო, რომელიც ადრე ჯანმრთელობისა და ინფექციურ დაავადებათა კვლევის უნივერსიტეტში, კოპენჰაგენში იყო განთავსებული. საერთაშორისო ფონდი კურაციოს დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გოცაძე, ‘გლობალური ჯანდაცვის სისტემების’ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს. იგი საერთაშორისო ფონდი კურაციოს და Inis Comunication-ის (ტაილანდი) გუნდთან ერთად უხელმძღვანელებს HSG-ის სამდივნოს და ყველა ღონეს იხმარს, რათა გლობალური ჯანდაცვის სისტემები გაძლიერდეს და კიდევ უფრო გლობალური გახდეს.

HSG ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, აწყობს გლობალურ სიმპოზიუმს, რათა ერთად შეკრიბოს ჯანდაცვის სისტემებზე მომუშავე სპეციალისტთა ფართო სპექტრი. წინა გლობალური სიმპოზიუმები ჩატარდა, მონტროში 2010 წელს, პეკინში 2012-ში, კეიპ თაუნში 2014-ში,

ხოლო მეოთხე ჩატარდება ვანკუვერში (კანადა) 2016 წლის 14-18 ნოემბერს. მეოთხე სიმპოზიუმის ფარგლებში, 2000-მდე მონაწილის ერთად შეკრებაა დაგეგმილი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დეტალური ინფორმაცია სიმპოზიუმის შესახებ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენ საშუალება გაქვთ ფართოდ გაეცნოთ ‘გლობალური ჯანდაცვის სისტემების’ საზოგადოების სიახლეებს ასოციაციის ვებპროფაილზე.

HSG   ოფიციალური გვერდი

hsr_logo2016   2016 წლის სიმპოზიუმი

LINKEDIN        ლინკდინის გვერდი 

TW         ტვიტერის გვერდი 

FB         ფეისბუკის გვერდი

 

ახალი ამბები