გლობალური ჯანდაცვის სისტემები წლიურ ანგარიშს აქვეყნებს

გლობალური ჯანდაცვის სისტემები (HSG) არსებობის მანძილზე პირველად წლიურ ანგარიშს აქვეყნებს და აანალიზებს HSG-ის მიღწევებს განვლილი წლების განმავლობაში.

სამდივნოს სახელით, გვაქვს პატივი გაგაცნოთ მნიშვნელოვანი წინსვლა, რომელიც ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით იქნა მიღწეული. წარმოდგენილ დოკუმენტში, თქვენ იხილავთ HSG-ის, როგორც გლობალური ჯანდაცვის საზოგადოების პროგრესს ამ წლების განმავლობაში, ასევე გაეცნობით გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს დგას საზოგადოება და რომელთა მოგვარებაც ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.

2015 წლის 1 მარტიდან საერთაშორისო ფონდი კურაციო მასპინძლობს HSG-ის სამდივნოს. გიორგი გოცაძე, საერთაშორისო ფონდი კურაციოს დირექტორი და პრეზიდენტი, გლობალური ჯანდაცვის სისტემების აღმასრულებელი დირექტორია. იგი სამდივნოს ხელმძღვანელობს  ბრიტანული ინსტიტუტის Institute of Development Studies საკომუნიკაციო საკომუნიკაციო გუნდთან ერთად და იბრძვის, რომ HSG იქცეს კიდევ უფრო ძლიერ საზოგადოებად.

თუ დაინტერესებული ხართ გაიგოთ მეტი HSG- ის შესახებ, ჩამოტვირთეთ სრული ანგარიში აქ.

ახალი ამბები