‘ჯანდაცვის ადვოკატირების კოალიცია’ ადამიანზე მორგებული ჯანდაცვისთვის

ვაცნობიერებთ რა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებს, სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის განსხვავებული ფოკუსის და გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, უნივერსიტეტები, ექსპერტები და აქტივისტები, ვიღებთ გადაწყვეტილებას, ჩამოვაყალიბოთ არაფორმალური გაერთიანება – ჯანდაცვის ადვოკატირების კოალიცია.

2018 წლის 6 ნოემბერს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი 25 ორგანიზაცია შეთანხმდა კოალიციურ მუშაობაზე და ხელი მოაწერა ახალი გაერთიანების პოზიციონირების დოკუმენტს.

გუნდი, რომელიც ფონდი ღია საზოგადოების ქსელის ინიცირებული პროექტის მიმდინარეობისას ჩამოყალიბდა, აგრძელებს მუშაობას კოალიციის ფარგლებში. ჯანდაცვის ადვოკატირების კოალიცია აქტიურად ჩაერთვება ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებში და უპასუხებს არსებულ გამოწვევებს, რათა ჯანდაცვის სისტემის და პოლიტიკის განვითარების გზით გაუმჯობესდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ამ მიზნის მისაღწევად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთობლივად იმუშავებენ ეფექტიანი და ინკლუზიური ჯანდაცვის მისაღწევად.

კოალიცია იმუშავებს ორი სტრატეგიული მიმართულებით:

  1. ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხარისხი და ხელმისაწვდომობა
  2. ჯანდაცვის სისტემა და პოლიტიკა: მონიტორინგი, ფორმირება და ადვოკატირება

კოალიციას ჰყავს მასპინძელი ორგანიზაცია, რომელიც ასრულებს სამდივნოს ფუნქციას. კენჭისყრის შედეგად, კოალიციის პირველი მასპინძელი ორგანიზაცია საერთაშორისო ფონდი კურაციო გახდა.

ამ დროისთვის კოალიციის წევრი ორგანიზაციები არიან:

  1. აკესო (ACESO)
  2. ახალი ვექტორი (New Vector)
  3. რეალური ხალხი რეალური ხედვა (Real People Real Vision)
  4. გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში თბილისი (GIP – Tbilisi)
  5. ველფეარ ფაუნდეიშენი საქართველო (Welfare Foundation Georgia)
  6. თანადგომა (Tanadgoma)
  7. თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)
  8. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (TSMU)
  9. თეთრი ხმაური (White Noise)
  10. თინათინ ტურძილაძე – ფარმაცევტული სფეროს ექსპერტი
  11. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  12. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  13. მსოფლიოს ექიმები – საქართველო (MDM)
  14. პირველი არხი, გადაცემა „რეალური სივრცე“
  15. ჟურნალი „ლიბერალი“
  16. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia)
  17. საერთაშორისო ფონდი კურაციო (CIF)
  18. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  19. საქართველოს ზიანის შემცირების ქსელი (Georgia Harm Reduction Network)
  20. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
  21. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს) – Georgia Red Cross Society (GRCS)
  22. საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი (GHPEF)
  23. სოლიდარობის ქსელი (Solidarity Network)
  24. სტუდია „მონიტორი“
  25. ქალები თავისუფლებისათვის (Women for Freedom)

კოალიციის პოზიციონირების დოკუმენტი ხელმისაწვდომია აქ.

ახალი ამბები