გაცნობითი შეხვედრა პროექტზე ‘სწრაფი მიმოხილვების დანერგვა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში’

5 ნომბერს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გაიმართება პროექტის სწრაფი მიმოხილვების დანერგვა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში’ გაცნობითი შეხვედრა.

პროექტს ერთობლივად ახორციელებს საერთაშორისო ფონდი კურაციო და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. პროექტის მიზანია ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღებისას მტკიცებულებების გამოყენებისთვის შესაძლებლობების გაძლიერება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჯანდაცვის პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე სწრაფი მიმოხილვების (rapid review) და პოლიტიკის ნარკვევების (policy brief)  მომზადება. სწრაფი მიმოხილვა წარმოადგენს სისტემური მიმოხილვების, როგორც მტკიცებულებების ოქროს სტანდარტის, შემოკლებულ ვარიანტს. იგი ეფუძნება სისტემური მიმოხილვებისთვის მოწოდებულ მეთოდოლოგიას, თუმცა მოითხოვს ნაკლებ დროს, რაც მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყეტილებების პროცესში.

პროექტი დაფინანსებულია ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსის (AHPSR) მიერ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, პარლამენტის აპარატის და კვლევითი დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე საქართველოს იძულებით გაადადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრტელობის ცენტრის წარმომადგენელები.

ახალი ამბები