ახალი კვლევის ანგარიში: დონორული მხარდაჭერიდან ტრანზიცია – ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიით მოცვის მასშტაბის შენარჩუნება საქართველოში

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ გამოაქვეყნა ახალი კვლევის ანგარიში თემაზე “ დონორული მხარდაჭერიდან ტრანზიცია- ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიით (ოჩთ) მოცვის მასშტაბის შენარჩუნება საქართველოში“.  ნაშრომი შეისწავლის თუ რატომ და როგორ შეძლო საქართველომ წინა პერიოდში გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული ღონისძიებების ფარგლებში მიღწეული ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიით (ოჩთ) მოცვის მაჩვენებლების შენარჩუნება და გაზრდა. კვლევაში ასევე მოიცავს იმ ხელშემწყობ ფაქტორებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გარდამავალ პერიოდში.

კვლევის ანგარიში  პასუხობს ორ საკვანძო კითხვას (1) რა გავლენა იქონია წინა პერიოდში დონორების მიერ მხარდაჭერილი ოჩთ სერვისების ფარგლებში მიღწეული მოცვის მაჩვენებლებზე გარე დაფინანსების შეწყვეტამ?  და (2) რაში მდგომარეობდა ის პოლიტიკური და ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებული ფაქტორები, რომელიც ზეგავლენას ახდენდა ოჩთ სერვისებით მოცვის მაჩვენებლების შენარჩუნებაზე მას შემდეგ, რაც დონორული დაფინანსება აღარ იყო ხელმისაწვდომი?

კვლევა  განხორციელდა ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსის (AHPSR/WHO) მხარდაჭერითა და დაფინანსებით. ალიანსი მხარდაჭერილია როგორც ძირითადი, ასევე მიზნობრივი დაფინანსების წყაროებით. ალიანსის დონორთა სრული სია ხელმისაწვდომია აქ: https://ahpsr.who.int/about-us/funders

მკვლევართა ჯგუფი დიდ მადლობა უხდის Dr. Zubin Shroff, Dr. Susan Sparkes and Dr. Maria Skarphedinsdottir მათი წვლილისა და ტექნიკური მხარდაჭერისთვის.

ავტორები ასევე მადლობას უხდიან ძირითად ინფორმანტებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

სრული დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ახალი ამბები