„ადიქციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების პრევენცია მოზარდებსა და ახალგაზრდებში (PAMAd)“ – სამუშაო შეხვედრა

2022 წლის 19 – 20 მაისს, საერთაშორისო ფონდმა კურაციომ გამართა სამუშაო შეხვდრა კვლევითი პროექტის – „ადიქციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების პრევენცია მოზარდებსა და ახალგაზრდებში (PAMAd)“-ის ფარგლებში. პროექტის მიზანია ახალი ეფექტური სერვისის მიწოდების გზით, გააუმჯობესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და კეთილდღეობა იმ მოზარდებსა და ახალგაზრდებში, რომლებსაც აქვთ ადიქციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.

სამუშაო შეხვედრა მიზად ისახავდა როგორც კვლევის რაოდენობრივ მონაცემებზე მუშაობას, ასევე კვლევის დისემინაციასა და სამომავლო გეგმებზე შეთანხმებას.

შეხვედრის მონაწილეები იყვნენ ფონდ კურაციოსა და გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისის მკვლევარები, ხოლო ონლაინ შეუერთდნენ კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევარები.

კვლევითი პროექტი დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის (DFID)სამედიცინო კვლევების საბჭოს (MRC) და ჯანმრთელობის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (NIHR) მიერ. პროექტის განმახორციელებლები არიან საერთაშორისო ფონდი კურაციო, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი, კარდიფის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინისსკოლა (დიდი ბრიტანეთი).

ახალი ამბები