მიმდინარე პროექტი, რომელიც საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევების პრევენციას, გამოვლენასა და მკურნალობის ხარისხის ამაღლებას ემსახურებოდა დაიხურა

2019 წლის 20 დეკემბერს საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ გამართა „დაავადებათა კონტროლისა დასაზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „ტექნიკური დახმარებათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტუბერკულოზის პრევენციის, შემთხვევების გამოვლენისა დამკურნალობის ხარისხის ამაღლების მიზნით“ დახურვის ღონისძიება.

ღონისძიება  მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა მათი  შედეგების წარდგენას ფართო აუდიტორიისათვის.

ღონისძიებაზე განხილულ იქნა შემდეგი თემები :

  • FAST სტრატეგიის ხელშეწყობის და Xpert MTB/RIF-ით მოცვის ოპტიმიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში
  • ტუბერკულოზით დაავადებული ინდექს-პაციენტის კონტაქტების კვლევის სახელმძღვანელო
  • მაღალი რისკის დაწესებულებებში მომუშავე მედიცინის მუშაკთა ტუბერკულოზზე ეპიდზედამხედველობის ელექტრონული რეესტრის მართვის ძირითადი პრინციპები
  • შეთანხმებული ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის პროექტი, რომელიც ასახავს დაფინანსების შემოთავაზებულ მოდელს

განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და საერთაშორისო ფონდ კურაციოს,  თანამშრომლებმა.

ახალი ამბები