საერთაშორისო ფონდი კურაციოს და ბეირუთის უნივერსიტეტის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა

27 და 28 ივლისს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ  სასტიპენდიო სტაჟირების პროგრამის პირველი ეტაპი განახორციელა. ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ კონკურსის გამარჯვებულ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგი  მტკიცებულების მოპოვებასა და საადვოკაციო პროცესის წარმართვაში. სასწავლო პროგრამის ტრენერები დარგში მოღვაწე ექსპერტები იყვნენ. პროგრამის მეორე ნაწილი სტაჟირებას გულისხმობს და შერჩეულ კანდიდატებს აძლევს საშუალებას საერთაშორისო ფონდ კურაციოს მკვლევარებთან ერთად განახორციელონ კვლევითი პროექტი, შექმნან მტკიცებულება და მისი გამოყენებით განახორციელონ  სტრატეგიული კომუნიკაცია და ადვოკატირება სასურველი ცვლილებისთვის.

პროგრამა შედგენილია საერთაშორისო ფონდი კურაციოს მიერ ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტთან არსებული მტკიცებულებების პოლიტიკისთვისცენტრთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ჯანრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის და პრაქტიკის კოლაბორაციულ ცენტრს. პროგრამა ყოველწლიურად განორციელდება და საშუალებას მისცემს ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე პირებს გაიღრმავონ კომპეტენცია მტკიცებულების შექმნის მიმართულებით და შეიძინონ წარმატებული საადვოკაციო ციკლისთვის საჭირო ყველა უნარი.

ახალი ამბები