ქალი ავტორების მხარდასაჭერი პროგრამა ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევაზე დაფუძნებული პირველი სამეცნიერო პუბლიკაციის გამოსაქვეყნებლად

გამოიყენეთ უნიკალური შესაძლებლობა, გახდეთ თქვენი პირველი სამეცნიერო სტატიის ავტორი ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების (HPSR) კვლევის მიმართულებით. თუ გაქვთ ახალი კვლევის მიგნებები და გსურთ თქვენი ხედვა გააცნოთ საერთაშორისო კვლევით საზოგადოებას, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მათი მხარდაჭერით და ხელმძღვანელობით დაწეროთ სამეცნიერო სტატია და გამოაქვეყნოთ რეფერირებად სამეცნიერო გამოცემაში.

გამოცხადების ფარგლებში Health Systems Global (HSG) და The Alliance for Health Policy and Systems Research (AHPSR) ჟურნალ Health Policy and Planningთან ერთად მხარს უჭერს ქალი ავტორების გაძლიერებას და გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ ინდივიდუალური რჩევები და მხარდაჭერა სტატიის მომზადებაში.

კონკურსში მონაწილეობისთვის მხარდაჭერილი არიან ქართველი ქალი სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევარები.

მონაწილეობისთვის საჭიროა მოამზადოთ მოკლე სამოტივაციო წერილი და ჩატარებული კვლევითი სამუშაოს აბსტრაქტი (არაუმეტეს 500 სიტყვისა), რომლის სამეცნიერო სტატიად ქცევის და გამოქვეყნების სურვილი გექნებათ. სამოტივაციო წერილისა და აბსტრაქტის გაგზავნის ბოლო ვადაა 6 სექტემბერი, 2019.

2015 წლის პირველი მარტიდან, საერთაშორისო ფონდი კურაციო (CIF) Health Systems Global-ის სამდივნოა. აბსტრაქტის მომზადებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მობრძანდეთ საერთაშორისო ფონდ კურაციოში, ოთხშაბათს 28 აგვისტოს 11-დან 1 საათამდე და გაიაროთ კონსულტაცია ნანა ჯალაღონიასთან, HSG-ის პროექტების მენეჯერთან.

გამოცხადების შესახებ სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.