სამუშაო შეხვედრა ტუბერკულოზის პრევენციის შემთხვევების გამოვლენისა და მკურნალობის ხარისხის ამაღლების მიზნით

2019 წლის 10 ივნისს საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ გამართა გაფართოებული
სამუშაო შეხვედრა, რომელიც ჩატარდა „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „ტექნიკური
დახმარება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტუბერკულოზის პრევენციის,
შემთხვევების გამოვლენისა და მკურნალობის ხარისხის ამაღლების მიზნით“ ფარგლებში.

შეხვედრას დაესწრო და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო „დაავადებათა კონტროლისა
და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“, „ტუბერკულოზისა და
ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს“, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა“ და
„სოციალური მომსახურეობის სააგენტოს“ წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები :

  • FAST სტრატეგიის ხელშეწყობის და Xpert MTB/RIF-ით მოცვის ოპტიმიზაციის
    სამოქმედო გეგმა C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის გათვალისწინებით
  • ტუბერკულოზით დაავადებული ინდექს-პაციენტის კონტაქტების კვლევის
    სახელმძღვანელო
  • მაღალი რისკის დაწესებულებებში მომუშავე მედიცინის მუშაკთა
    ტუბერკულოზზე ეპიდზედამხედველობის ელექტრონული რეესტრის მართვის
    ძირითადი პრინციპები
  • ტუბერკულოზის პროგრამის დაფინანსების მეთოდების მიმოხილვა

ახალი ამბები