მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გაიხსნა ჯანდაცვის სისტემების კვლევის მე-6 გლობალური სიმპოზიუმი (HSR2020)

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გაიხსნა ჯანდაცვის სისტემების კვლევის მე-6 გლობალური სიმპოზიუმი (HSR2020). საერთაშორისო ფონდი კურაციო 2015 წლიდან მოყოლებული ხუთი წლის განმავლობაში ასრულებს „ჯანდაცვის გლობალური სისტემების“ (HSG) სამდივნოს ფუნქციას და  ორგანიზებას უწევს ჯანდაცვის სისტემების კვლევის გლობალური სიმპოზიუმების ჩატარებას. საერთაშორისო ფონდ კურაციოს მიერ „ჯანდაცვის გლობალური სისტემების“ სამდივნოს ფუნქციის შესრულება მთავრდება ჯანდაცვის სისტემების კვლევის მე-6 გლობალური სიმპოზიუმის ჩატარებით. სიმპოზიუმის დახურვის შემდგომ სამდივნოს ფუნქცია გადაეცემა კანადის საერთაშორისო ჯანდაცვის საზოგადოებას.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების (COVID-19) მიმდინარე გლობალური პანდემიის გათვალისწინებითა და საკითხის საგულდაგულო განხილვის საფუძველზე „ჯანდაცვის გლობალური სისტემების“ დირექტორთა საბჭომ წევრ ორგანიზაციებთან შეთანხმებით მიიღო 2020 წლის კონფერენციის პროგრამის გადასინჯვისა და მისი მთლიანად ვირტუალურ ფორმატში ჩატარების  გადაწყვეტილება, რათა ახალგაზრდა პროფესიონალებს კვლავაც მისცემოდათ შესაძლებლობა, გამოეთქვათ საკუთარი შეხედულებები.

ჯანდაცვის სისტემების კვლევის მე-6 გლობალური სიმპოზიუმი (HSR2020) თავს უყრის 100-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტ მკვლევარს, პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირსა და პრაქტიკოსს. ვირტუალური სიმპოზიუმი ჩატარდება სამ ეტაპად:

  • ეტაპი 1 – 2020 წლის 8-12 12 ნოემბერი – მოიცავს რეალური დროის რეჟიმსა და მონაწილეთა მოთხოვნის შესაბამისად ჩასატარებელ სესიებს, მათ შორის: პლენარულ სხდომებსა და პარალელურ სესიებს, უნარ-ჩვევათა ფორმირების სემინარებს, სპეციალურ პანელურ დისკუსიებს და ვირტუალურ სივრცეში საქმიანი კავშირების დამყარებას.
  • ეტაპი 2 – 2020 წლის 25 ნოემბერი – 2021 წლის მარტი – მოიცავს პარალელურ სესიებს, რომლებიც ჩატარდება ორ კვირაში ერთხელ HSR2020-ის ქვეთემების ირგვლივ აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და თემატური ჯგუფების ჩამოყალიბების წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით.
  • ეტაპი 3 – დასკვნითი ღონისძიება, რომელიც გაიმართება 2021 წლის მარტში HSR2020-ით მიღებული ძირითადი ცოდნისა და გამოცდილების განზოგადების მიზნით. მასში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოფიციალური მიწვევის საფუძველზე.

ჩვენ გვეამაყება, რომ ვართ HSG საზოგადოების ნაწილი და წვლილი შეგვაქვს ჯანდაცვის სისტემების კვლევისა და პოლიტიკის სფეროში მოღვაწე გლობალურად ურთიერთდაკავშირებული წრეების საერთო ხედვის ჩამოყალიბებაში უკეთესი ჯანდაცვის, მეტი თანაბრობისა და კეთილდღეობის მიღწევისათვის. ჩვენ ვუცხადებთ უწყვეტ მხარდაჭერას  „ჯანდაცვის გლობალურ სისტემებს“.

 

სადღეისოდ, საერთაშორისო ფონდ კურაციოს გუნდის შემადგენლობაში შედიან:

გიორგი გოცაძე –  აღმასრულებელი დირექტორი

ნანუკა ჯალაღონია – პროექტის მენეჯერი

თამარ გოგუაძე – ფინანსური / ადმინისტრაციული დირექტორი

მარიამ ბერიძე – პროექტის კოორდინატორი

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ყველა პარტნიორს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო და წვლილი შეიტანა პროექტის განხორციელებაში.

 

საერთაშორისო ფონდ კურაციოს გუნდი აქტიურად მონაწილეობს HSR2020 ღონისძიებებში. იხილეთ ჩვენი პლაკატი, ასევე –  ზეპირი პრეზენტაციები შემდეგ სესიებზე:

აუმჯობესებს თუ არა შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსება პირველადი ჯანდაცვის კერძო პროვაიდერების მიერ მიწოდებული მომსახურების ხარისხს დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში  – მტკიცებულებათა სინთეზი გადაწყვეტილებათა მისაღებად

ივდითი ჩიქოვანი

საერთაშორისო ფონდი კურაციო ზეპირი პრეზენტაცია პოლიტიკური ძალების ჩართულობის უზრუნველყოფა დ. მტკიცებულებები პოლიტიკისათვის
კომპლექსური სამედიცინო პროგრამების შემუშავება ინტეგრირებული, მრავალდარგობრივი მიდგომის გამოყენებით: მოსაზრებები მკვლევარებსა და პრაქტიკოსებს შორის პარტნიორობის საქართველოს მაგალითზე დაყრდნობით

ლელა სულაბერიძე

საერთაშორისო ფონდი კურაციო ზეპირი პრეზენტაცია პოლიტიკური ძალების ჩართულობის უზრუნველყოფა დ. მტკიცებულებები პოლიტიკისათვის
საქართველოს ინდუსტრიულ ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის განმსაზღვრელი ფაქტორების კვლევა. ეკოლოგიური ფაქტორების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის რეტროსპექტიული შეფასება

მარიამ ბერიძე

საერთაშორისო ფონდი კურაციო ზეპირი პრეზენტაცია სოციალური, ეკონომიკური და გარემო ფაქტორებთან დაკავშირებული ძალების ჩართულობის უზრუნველყოფა ე. სხვა
GeneXpert ფასწარმოქმნა: ადამიანებისათვის მოგებასთან შედარებით მეტი პრიორიტეტის მინიჭება!

ნუცა მარჯანიშვილი

საერთაშორისო ფონდი კურაციო ზეპირი პრეზენტაცია პოლიტიკური ძალების ჩართულობის უზრუნველყოფა ა. პოლიტიკა, კორუფცია და  კორპორაციების მხრიდან ჩარევები
ქალთა გაძლიერება შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნებში: ქალ ავტორთა მენტორობის პირველი პროგრამით მიღებული გამოცდილება მარი თვალიაშვილი საერთაშორისო ფონდი კურაციო ზეპირი პრეზენტაცია სოციალური, ეკონომიკური და გარემო ფაქტორებთან დაკავშირებული ძალების ჩართულობის უზრუნველყოფა ე. სხვა

ახალი ამბები