გიწვევთ სასტიპენდიო კონკურსში

საერთაშორისო ფონდი კურაციო აცხადებს კონკურსს სასტიპენდიო/სტაჟირების პროგრამაზე  ჯანდაცვის სფეროში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის. პროგრამა სასწავლო და სტაჟირების ნაწილს მოიცავს დაშერჩეულ კანდიდატებს აძლევს საშუალებას შეისწავლონ კვლევითი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული სტრატეგიული კომუნიკაცია და ადვოკატირება.

თუ თქვენი სამუშაო დაკავშირებულია ჯანდაცვის სფეროში გადაწყვეტილების მიღებასთან და გსურთ შეისწავლოთ, როგორ აწარმოოთ სამუშაო პროცესი იდეის ინიცირებიდან სასურველ ცვლილებამდე,  ველით თქვენს განაცხადს. აპლიკაციები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ მიმდინარე წლის 13 ივლისისჩათვლით.

აპლიკაციას უნდა ერთვოდეს CV, შევსებული კითხვარი და მხარდაჭერის წერილი თქვენი დამსაქმებლისგან ან უნივერსიტეტიდან.  პროგრამა დაიწყება გასვლითი 2 დღიანი ტრენინგით მიმდინარე წლის 27 ივლისს. გთხოვთ აპლიკაციები გამოაგზავნოთ კვლევითი განყოფილების დირექტორის მაია უჩანეიშვილის სახელზე internship@curatio.com და m.uchaneishvili@curatio.com -ზე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ +995 32 2251344. დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია აქ.

პროგრამა შედგენილია საერთაშორისო ფონდი კურაციოს მიერ ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტთან არსებული მტკიცებულებების პოლიტიკისთვისცენტრთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ჯანრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის და პრაქტიკის კოლაბორაციულ ცენტრს.

 

ახალი ამბები