ტრენინგი კვლევითი მტკიცებულების გამოყენებაზე პოლიტიკის შემუშავების პროცესში

საერთაშორისო ფონდი კურაციო, მაკერერეს უნივერსიტეტის, მტკიცებულებების სინთეზის ცენტრთან და ტორონტოს უნივერსიტეტისმტკიცებულებების ადაპტირების ცენტრთან ერთად, 15-17 მაისს მართავს 3 დღიან ტრეინინგს საქართველოს პარლამენტში. ტრეინინგისმიზანია კვლევითი მტკიცებულების გამოყენება პოლიტიკის შემუშავების პროცესში, კერძოდ კი სწრაფი რეაგირება პოლიტიკის საჭიროებებზე.

ტრეინინგში მონაწილეობას იღებენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის და სოცილურ საკითხთა კომიტეტის აპარატის და კვლევითი დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულცენტრის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ტრეინინგი ტარდება  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან არსებული ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

ახალი ამბები