სტატია: აივ-ინფექციიის პრევალენტობა და რისკ ფაქტორები ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლებელთა შორის, საქართველოში

ახალი სტატია საუბრობს აივ-ინფექციის გავრცელებასა და მასზე მოქმედ რისკ ფაქტორებზე საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის. სტატია ახლახანს გამოქვეყნდა რეფერირებად ჟურნალში – The Journal of Infection in the Developimg Countries – კურაციოს მკვლევარების ნათია შენგელიას, ივდითი ჩიქოვანის და ლელა სულაბერიძის ავტორობით.

საქართველოში, ისევე როგორც დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, ინექციური ნარკოტიკების მოხმარება აივ-ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია. ავტორებმა 2014-2015 წლებში საქართველოს 7 ქალაქში ჩატარებული ბიომარკერის კომპონენტით ქცევაზე ზედამხედველობის კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით გამოავლინეს აივ-ინფექციის გავრცელებაზე მოქმედი ფაქტორები, რომლისთვისაც გამოიყენეს ბივარიაციული და მულტივარიაციული რეგრესიული ანალიზი.

კვლევამ სტატისტიკურად სარწმუნო კავშირები გამოავლინა აივ-ინფექციის პოზიტიურ  სტატუსსა და ნარკოტიკების მოხმარების ისტორიას, პირველი ინექციის ასაკს, უსაფრთხო სქესობრივ ქცევასა და პრევენციული პროგრამებით მოცვას შორის. აივ-ინფექციის გავრცელება ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლებში სტაბილურად დაბალია. კვლევამ აჩვენა, რომ პრევენციულ ინტერვენციებს დადებითი გავლენა აქვს აივ-პოზიტიური ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელთა სქესობრივ ქცევაზე, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ინმ-თა დიდი ნაწილი კვლავ არ არის მოცული პრევენციულ პროგრამებით. ზიანის შემცირების პროგრამებისთვის დამატებითი გამოწვევაა რისკ ჯგუფის წარმომადგენლების საცხოვრებელი გარემოს ცვლა და პრევენციული პროგრამების მუდმივობის შენარჩუნებაა. უსაფრთხო ქცევის პრაქტიკა შეიძლება გაუარესდეს ინოვაციური პრევენციული პროგრამების შეწყვეტის შემთხვევაში.

ჩამოტვირთეთ სტატია სრულად.

სტატია ასევე ხელმისაწვდომია პლატფორმა ResearchGate -ზე.

ახალი ამბები