იჩქარეთ, აბსტრაქტების მიღება ჯანდაცვის სისტემების კვლევის რიგით მეხუთე სიმპოზიუმზე უკვე დაწყებულია

თუ ხართ ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე გამოცდილი ან ახალგაზრდა მეცნიერი და გაქვთ სურვილი ჩაერთოთ გლობალურ დიალოგში ჯანდაცვის სისტემების მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, გამოიყენეთ შესაძლებლობა და გახდით ჯანდაცვის სისტემების კვლევის რიგით მეხუთე სიმპოზიუმის მომხსენებელი, რომელსაც 2018 წლის 8-12 ოქტომბერს ქალაქი ლივერპული უმასპინძლებს.

ჯანდაცვის სისტემების სრულყოფა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად / Advancing Health Systems for All in the SDG Era – ეს იქნება მეხუთე სიმპოზიუმის მთავარი თემა, რომლის გარშემოც სფეროს 2000-ზე მეტი წარმომადგენელი გაცვლის საკუთარ მოსაზრებას და გამოცდილებას.

მონაწილეებს  მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ ჯანდაცვის სფეროში არსებულ თანამედროვე მიდგომებს, შექმნან მეცნიერული მტკიცებულებები და ამასთანავე ხელი შეუწყონ ცოდნის გავრცელებასა და გამოყენებას ჯანდაცვის სფეროს განვითარების მიზნით.

სიმპოზიუმის პროგრამით დაგეგმილია 100-ზე მეტი პარალელური სესიის ჩატარება, რომელთა ერთი ნაწილი ორგანიზებულ, მეორე კი ინდივიდუალურ პრეზენტაციებს დაეთმობა. ამასთანავე, სიმპოზიუმის ძირითადი პროგრამის დაწყებამდე გაიმართება სატელიტური და უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სესიები, სადაც ახალგაზრდა მეცნიერები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან პროცესში და გაიფართოვებენ პროფესიულ სანაცნობო წრეს.

სიმპოზიუმში მონაწილეობისთვის საჭიროა მოამზადოთ აბსტრაქტი, რომელიც მეხუთე სიმპოზიუმის ქვეთემებს ეხმიანება:

  1. მდგრადი განვითარების მიზნები, როგორც სტიმული მრავალსექტორული ქმედებისთვის
  2. პოლემიკა და პრაგმატულობა: კერძო სექტორის ჩართვა ჯანდაცვის საყოველთაოობის მისაღწევად
  3. არავის ვტოვებთ მიღმა: ჯანდაცვის სისტემები ყველასთვის
  4. საზოგადოების საჭიროებებზე დაფუძნებული ჯანდაცვის სისტემები: საზოგადოებრივი საჭიროებები ხშირად ჯანდაცვის სისტემების უხილავ დონეებზე ვლინდება
  5. სხვა (თუ გაქვთ ინოვაციური კვლევითი გამოცდილება და გსურთ გააცნოთ მსოფლიო საზოგადოებას, გთხოვთ აბსტრაქტი წარმოადგინოთ „სხვა“ კატეგორიით).

აბსტრაქტი შეგიძლიათ წარადგინოთ როგორც  ინდივიდუალური ისე ორგანიზებული სესიებისთვის.

  • თუ გსურთ აბსტრაქტი წარადგინოთ ინდივიდუალური მოხსენებისთვის, შეგიძლიათ შინაარსი მოამზადოთ სტატიის, პოსტერის ან მულტიმედია პრეზენტაციის სახით და შეკიდოთ ბმულზე 2018 წლის 5 მარტამდე. აბსტრაქტის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინფორმაცია იხილეთ აქ.
  • თუ სურვილი გაქვთ სიმპოზიუმზე წარსდგეთ ორგანიზებული სესიით, შეგიძლიათ განაცხადი მოამზადოთ „მონაწილეობითი“ ფორმატით ან აუდიტორიას წარუდგეთ, როგორც პანელისტი. ორგანიზებული აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 იანვარი. შინაარსის შეკიდება შეგიძლიათ ბმულზე. აბსტრაქტის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინფორმაცია იხილეთ აქ.

იჩქარეთ, აბსტრაქტების მიღება უკვე დაწყებულია!

საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო ფონდი კურაციო დაგეხმარებათ თქვენს მიერ მომზადებული აბსტრაქტი სწორად შეუსაბამოთ სიმპოზიუმის თემებს. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ კურაციოს კვლევითი განყოფილების მენეჯერს მაია უჩანეიშვილს [email protected]. სიმპოზიუმის და გლაბალური ჯანდაცვის სისტემების წევრობასთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ გლობალური სისტემების კოორდინატორს ნანუკა ჯალაღონიას [email protected].

თუ ამ ეტაპზე არ ხართ დაინტერესებული აბსტრაქტის წარდგენით, მაგრამ გსურთ შეუერთდეთ სიმპოზიუმის ერთი კვირიან პროგრამას, როგორც მსმენელი, შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია. ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ განთავსდება სიმპოზიუმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ხოლო თუ გსურთ სიმპოზიუმზე წარსდგეთ, როგორც ორგანიზაცია ან კვლევითი ინსტიტუტი, HSG გთავაზობთ სარეკლამო სივრცეს, სადაც გექნებათ შესაძლებლობა  ჯანდაცვის მსოფლიო აუდიტორიას გააცნოთ ინფორმაცია თქვენი საქმიანობის და მიღწევების შესახებ. დეტალური ინფორმაცია სარეკლამო სივრცესთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი იქნება სიმპოზიუმის ვებ-გვერდზე.

ახალი ამბები