საქართველოს იმუნიზაციის ეროვნული პროგრამისთვის შედეგების შენარჩუნება კვლავ გამოწვევად რჩება

2021 წლის 18 ოქტომბერს, შიდა დაფინანსებაზე გარდამავალი ქვეყნების სასწავლო ქსელმა (LNCT) გამოაქვეყნა ახალი ანგარიში-საქართველოს გამოცდილება: იმუნიზაციის პროგრამის ვაქცინების გლობალური ალიანსის (GAVI) დონორული დაფინანსებიდან სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ანგარიში მომზადებულია:

  • ივდითი ჩიქოვანი, საერთაშორისო ფონდი კურაციო, საქართველო
  • პაატა იმნაძე, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე
  • ლია ჯაბიძე, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნიზაციის პროგრამის მენეჯერი (EPI manager)

2018 წელს საქართველოში იმუნიზაციის ეროვნული პროგრამა (NIP) სრულად გადავიდა Gavi-ის დონორული დაფინანსებიდან სახელმწიფო დაფინანსებაზე. კარგად გამართული ცივი ჯაჭვის ქსელის, მონიტორინგისა და ზედამხედველობის სისტემის, და ვაქცინებით მოსახლეობის უზრუნველყოფის მაღალი მაჩვენებლით საქართველოს იმუნიზაციის ეროვნული პროგრამა ინარჩუნებს ეფექტურობას ევროპის რეგიონში. საქართველოს გამოცდილების ანალიზი გვიჩვენებს ზოგიერთ მნიშვნელოვან გაკვეთილს, და მოიცავს  იმუნიზაციის პროცესის ხელშემწყობ ფაქტორებსა და პოტენციურ რისკებს პროგრამული და ფინანსური მდგრადობისთვის.

იმუნიზაციის პროგრამის სახლემწიფო დაფინანსებაზე წარმატებით გადასვლისა და კარგი პროგრამული შედეგების მიუხედავად, საქართველოს იმუნიზაციის ეროვნული პროგრამა, დღემდე მიღწეული შედეგების შენარჩუნების თვალსაზრისით, კვლავ რჩება გამოწვევების წინაშე. ასეთებია, იმუნიზაციით მოსახლეობის მოცვის დონის შენარჩუნება, განსაკუთრებით კი კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში; საკომუნიკაციო აქტივობების, ზედამხედველობისა და ინფორმაციიული სისტემის არასაკმარისი სახელმწიფო დაფინანსება; პრობლემები ადამიანური რესურსების შესაძლებლობების შენარჩუნების თვალსაზრისით; და ბაზარზე ავტორიზაციის შემდგომ სუსტი ინსტიტუციური შესაძლებლობები. ამას თან ერთვის კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ტვირთი, რომელიც დაამძიმა სხვა მსგავსი პროგრამების დონორული დაფინანსებიდან სახელმწიფო დაფინანსებაზე გარდამავალმა პერიოდმა. იმუნიზაციის პროგრამა და ჯანდაცვის სისტემა საჭიროებს ახალ რეალობასთან ადაპტირებას და მაქსიმალური ზომების მიღებას შედეგების შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით.

იხილეთ სრული დოკუმენტი აქ. 

ახალი ამბები