მედია ჩვენ შესახებ: ჯანდაცვის საკითხების ადვოკატირებისთვის – ახალი პროექტი სამოქალაქო სექტორში

წაიკითხეთ ონლაინ გამოცემა “ლიბერალის” მიმოხილვა სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანების შესახებ, რომელიც ჯანდაცვის საკითხებზე ადვოკაციის მიზნით შეიქმნა.

ამავე თემაზე:  პირველი სამუშაო შეხვედრა – ჯანდაცვის სისტემურ საკითხებზე მსჯელობისთვის სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება

საერთაშორისო ფონდმა  „კურაციომ“  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით ახალი პროექტი დაიწყო.

პროექტის მიზანი ჯანდაცვის საკითხების ადვოკატირებისთვის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა გაერთიანებაა.

საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ 20 წელზე მეტია, ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობს. ფონდი, ძირითადად, ჯანდაცვის სფეროში კვლევით საქმიანობას ეწევა.

პროექტი სახელწოდებით „სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა საქართველოს ჯანდაცვის სექტორში გადაწყვეტილებების მიღებისა და მონიტორინგის პროცესში”  ღია საზოგადოების ქსელის მხარდაჭერით ხორციელდება და მასში 20-ზე მეტი დაინტერესებული ორგანიზაცია, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება, მედია და აკადემია იღებს მონაწილეობას.

პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის მარტში გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
კერძოდ, მიმოიხილეს  იმ კვლევების შედეგები, რომელიც საქართველოში მედიკამენტებზე ფიზიკურ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას სწავლობს.

საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ ფარმაცევტული კვლევის მეხუთე ტალღის შედეგების ძირითადი მიგნებებიდან  ერთ-ერთ ბრენდულ მედიკამენტებზე ფასების ზრდას ეხება.

კვლევის მიხედვით, ბრენდულ მედიკამენტებზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2016 წელს.

ამავე კვლევის მიხედვით, რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებზე ფასნამატი 89%-ით  აღემატება  ამავე კატეგორიის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტების ფასნამატს.

ფასის მატებასთან დაკავშირებული ტენდენციების გარდა, შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში მედიკამენტებზე გაწეულ ხარჯზე.

გადადით “ლიბერალის” გვერდზე სტატიაზე სრული წვდომისთვის >>

ახალი ამბები