ახალი სტატია: „საქართველოში ახალგაზრდების ტრანსდიაგნოსტიკური ფსიქოსოციალური პრევენცია-ინტერვენციის სერვისი: ეფექტურობის კვლევის ადრეული შედეგები“

საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მკვლევარებმა გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი და კარდიფის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია ფსიქოტრამვატოლოგიის ევროპულ გამოცემაში. სტატია: „საქართველოში ახალგაზრდების ტრანსდიაგნოსტიკური ფსიქოსოციალური პრევენცია-ინტერვენციის სერვისი: ეფექტურობის კვლევის ადრეული შედეგები“ მომზადდა PAMAd – ის პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს შეისწავლოს იმ ახალგაზრდების მახასიათებლები, რომლებიც კლუბ „სინერგიაში“ იღებენ მომსახურეობას და რამდენად ეფექტურია მომსახურეობა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების მოწყვლად პერიოდს წარმოადგენს 14-დან 25 წლამდე ასაკი , განსაკუთრებით ფსიქიკური აშლილობების განვითარებისთვის. საქართველოში ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური პრევენციისა და მხარდაჭერის სერვისები უკიდურესად შეზღუდულია, რაც ქმნის ხარვეზებს მკურნალობასა და ზრუნვაში. კლუბი „სინერგია“ შეიქმნა, როგორც ინოვაციური, პრაგმატული გადაწყვეტა, რომელიც პასუხობს ახალგაზრდების საჭიროებებსა და აერთიანებს ზრუნვის ყველა საჭირო დონეს (პრევენცია, ადრეული იდენტიფიკაცია, ჩარევა და მკურნალობა).

კვლევითი პროექტი დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის (DFID)სამედიცინო კვლევების საბჭოს (MRC) და ჯანმრთელობის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (NIHR) მიერ. პროექტის განმახორციელებლები არიან საერთაშორისო ფონდი კურაციო, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი, კარდიფის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლა (დიდი ბრიტანეთი).

სტატია ხელმისაწვდომია აქ.

ახალი ამბები