გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა: მედიკამენტების ფასების რეგულირების შესაძლო მექანიზმი საქართველოსთვის

მედიკამენტებზე დანახარჯი საქართველოს მოსახლეობისთვის მძიმე ფინანსური ტვირთი და მათი გაღარირებების ერთ-ერთი ფაქტორია. საქართველოში მედიკამენტებზე განსაკუთრებულად მაღალი დანახარჯების ერთ-ერთ წამყვან ფაქტორს ფარმაცევტული პოლიტიკის და რეგულირების მნიშვნელოვანი ხარვეზები წარმოადგენს, რაც როგორც  მედიკამენტების არარაციონალური მოხმარების ისე მედიკამენტების ფასების უკონტროლო ზრდის კუთხით ხელშემწყობ გარემოს ქმნიდა/ქმნის ქვეყანაში.

მიმდინარე დოკუმენტი ფოკუსირდება გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის ინსტრუმენტზე (გრფ), რომელიც მედიკამენტების ფასების რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია და  რომლის გამოყენების შედეგად შესაძლებელია მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მოქალაქეებისთვის, ფასი დაუახლოვდეს მეზობელი ქვეყნების ფასს და დაიზოგოს როგორც ქვეყნის ბიუჯეტის ის ნაწილი, რაც მედიკამენტებზე იხარჯება, ასევე მოსახლეობის მიერ მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდილი თანხები.

დოკუმენტის მიზანია მედიკამენტების ფასების რეგულირების ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მექანიზმის – გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის (გრფ) პოლიტიკის შედეგების მიმოხილვა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით და ასევე გრფ-ს დანერგვისთვის საყურადღებო ფაქტორების შეჯამება, რათა გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გრფ პოლიტიკის დანერგვის შემთხვევაში საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე პოტენციური რისკები და საფრთხეები თავიდან აირიდონ.

დოკუმენტი მომზადებულია ავტორთა ჯგუფის მიერ: ლელა სულაბერიძე, ვახტანგ ნაცვლიშვილი, ნინო კოტრიკაძე, ცირა გვასალია, კონსტანტინე ჩაჩიბაია. ნარკვევი მომზადდა მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის და პრაქტიკის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, რომელსაც საერთაშორისო ფონდი კურაციო ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტთან არსებული „მტკიცებულებები პოლიტიკისთვის“ ცენტრთან ერთად ახორცილებს.

იხილეთ დოკუმენტი. 

ახალი ამბები