რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარიერები და ხელშემწყობი ფაქტორები საქართველოში

ტუბერკულოზი კვლავ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მსოფლიო მასშტაბით. მკურნალობაზე ცუდი დამყოლობა აფერხებს ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს მიაღწიონ მკურნალობის სასურველ გამოსავლებს და შეამცირონ დაავადების გავრცელება საზოგადოებაში.

2016 წელს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ჩაატარა თვისებრივი კვლევა რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პირებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარიერებისა და ხელშემწყობი ფაქტორების შესასწავლად. მიმდინარე კვლევის ფარგლებში ჩვენ შევისწავლეთ მკურნალობაზე დამყოლობის ფაქტორები რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს შორის საქართველოში. კვლევამ გამოავლინა სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მკურნალობაზე დამყოლობაზე რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში. შედეგები დაჯგუფებულია სტრუქტურულ, სოციალურ, პერსონალურ და ჯანდაცვის სისტემურ ფატორებად კვლევის კონცეპტუალური ჩარჩოს მიხედვით. კვლევამ წარმოაჩინა რომ ტუბერკულოზის მკურნალობის დამყოლობაზე მოქმედი ფაქტორები ერთმანეთთან მჭიდროდ ურთიერთქმედებენ.

დოკუმენტი შეჯამებული სახით წარმოგიდგენთ კვლევის საფუძველზე გენერირებულ მტკიცებულებებს, რომელიც დაეხმარება პოლიტიკის შემქმნელებს ეფექტური სტრატეგიების შემუშავებაში, რათა გააუმჯობესონ მკურნალობის შედეგები რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში. კვლევის შედეგები შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს რეგიონის იმ ქვეყნებისთვისაც, სადაც ტუბერკულოზის, როგორც დაავადების ტვირთი მაღალია საზოგადოებაში.

ახალი ამბები