სამუშაო შეხვედრა უცხოელი ვიზიტორების მხრიდან მომავალი ტუბერკულოზის ინფექციის გავრცელების რისკების შეფასებასა და მისი შემცირების მექანიზმის შეთავაზებაზე

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ გამართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანიც იყოდისკუსია თემაზე: „უცხოელი ვიზიტორების მხრიდან მომავალი ტუბერკულოზის ინფექციის გავრცელების რისკების შეფასება და მოწინავე საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ამ რისკების შემცირების მექანიზმის შეთავაზება“, საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით.

შეხვედრას სხვადასხვა  დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ  როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო სექტორიდან.

მონაწილეებმა განიხილეს ფონდი კურაციოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და იმსჯელეს საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით მომდევნო ნაბიჯების შესახებ. კვლევის კონკრეტრეტულ ამოცანებს წარმოადგენდა:

  1. მიგრაციული ნაკადების, მათი სტრუქტურისა და მოცულობების შეფასება და მიგრანტებიდან მომდინარე ტუბერკულოზის მოსალოდნელი ეპიდემიოლოგიური რისკის შეფასება საქართველოსთვის.
  2. იმის განსაზღვრა, თუ როდის გახდება ტუბერკულოზი მიგრანტებში მნიშვნელოვანი პრობლემა საქართველოსთვის, ისე როგორც ეს ევროპული რეგიონის ქვეყნებშია.
  3. საერთაშორისო გამოცდილების გაანალიზება თუ რომელ პროგრამულ ღონისძიებებს აქვს მაქსიმალური ეფექტი მიგრანტებში ტუბერკულოზის რისკის/ავადობის გამოვლინებასა და პრევენციაში.
  4. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით და დაინტერესებულ მხარეეებთან კონსულტაციით რეკომენდაციების შემუშავება.

შეხვედრამ წარმატებულად ჩაიარა, ხოლო კვლევის საბოლოო ანგარიშს ფონდი კურაციო უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

პროექტი მხარდაჭერილია სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის მიერ.

ახალი ამბები