საერთაშორისო ფონდმა კურაციომ წამოიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც COVID-19-ის მიმდინარეობის შესახებ მკითხველის მხრიდან დასმულ კითხვებს პერიოდულად უპასუხებს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩაერთოთ კამპანიაში და თვალი ადევნოთ ჯანდაცვის ექსპერტთა მოსაზრებებს, პროგნოზებს, რეკომენდაციებს.
კონკრეტული ვიდეო ბლოგი სამ მნიშვნელოვან კითხვას პასუხობს:
- რამდენად ეფექტური იყო საქართველოში გატარებული ღონისძიებები ეპიდემიის შესაჩერებლად
- რამდენად შეიძლება ინფექციის მოდელირება და რა მნიშვნელობა აქვს მოდელირების შედეგად მიღებულ შედეგებს
- მზად არის თუ არა საქართველოს ჯანდაცვის სექტორი ეპიდემიასთან გასამკლავებლად
შემოუერთდით ღია დისკუსიას სოციალური ქსელის და ელ-ფოსტის საშუალებით. მოგვწერეთ თქვენი კითხვები ფეისბუკის გვერდზე, ან ელ-ფოსტაზე: [email protected], კურაციოს ექსპერტები ვიდეო კომენტარით პასუხს გასცემენ თქვენს შეკითხვებს.
#დარჩითსახლში – ყველამ ერთად გავიზიაროთ სოციალური დისტანცირების პასუხიმგებლობა ეპიდემიის უკეთესი გამოსავლებისთვის!