სწრაფი მიმოხილვების დანერგვა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში

ზოგადი სურათი

2017 წლის ბოლოს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა, რამაც გაზარდა პარლამენტის როლი პოლიტიკის შემუშავებისა და ზედამხედველობის პროცესში.  ამ ცვლილებების შედეგად, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მიიღო მეტი როლი და უფლებამოსილება გააკონტროლოს მთავრობის საქმიანობა და პოლიტიკის განხორციელების პროცესი რეგულარულად მოითხოვოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა უწყებებში არსებული ანგარიშები, მათი საქმიანობის ანალიზისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. შესაბამისად, კომიტეტი უფრო აქტიურად ჩაერთო ჯანდაცვის სექტორში რეფორმების პროცესში და საჯარო პოლიტიკის საკითხების მოგვარებაში.

მიმდინარე პროცესების ხელშესაწყობად ჩამოყალიბდა პლათფორმა ERA / სწრაფი მიმოხილვების დანერგვა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში. პლატფორმის ჩამოყალიბება შეესაბამება ქვეყანაში არსებულ ცვლილებებს და იძლევა შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მტკიცებულებით გამყარებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებების მიღებას.

პროექტის შესახებ

საერთაშორისო ფონდი კურაციო მიმდინარე წლის 25 ივლისიდან ახორციელებს ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსის (AHPSR) მიერ ინიცირებული პროექტს ‘სწრაფი მიმოხილვების დანერგვა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში’.

პროექტის მიზანია ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღებისას მტკიცებულებების გამოყენებისთვის შესაძლებლობების გაძლიერება და მდგრადობის ხელშეწყობა.

პროექტული ამოცანები:

    • ჯანდაცვის პოლიტიკისთვის აქტუალური თემების/საკითხების იდენტიფიცირება
    • მტკიცებულებების სწრაფი მიმოხილვების მეთოდოლოგიის დანერგვა
    • შერჩეულ აქტუალურ საკითხებზე მტკიცებულებების (სწრაფი მიმოხილვების) მომზადება
    • მტკიცებულებების გამოყენების ხელშეწყობა გადაწყვეტილებების მიღებაში

 

დონორები და პრატნიორები

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსი. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ფონდი კურაციოს მიერ საქართველოს პარლამენტის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე. ასევე, პროექტის ტექნიკური მხარდამჭერები არიან St. Micheal’s Hospital- Knowledge Translation Program (კანადა), Makerere university (უგანდა)

გეოგრაფიული მოცვა

საქართველო

პროექტის ვადები

პროექტი მიმდინარეობს 2018 წლის ივლისიდან და გაგრძელდება 2019 წლის ნოემბერის ჩათვლით.

ახალი ამბები