დედათა და ახალშობილთა მოვლის ხარისხის შეფასება მონტენეგროში

საერთაშორისო ფონდი კურაციო აქვეყნებს კვლევის ანგარიშს „დედათა და ახალშობილთა მოვლის ხარისხის შეფასება მონტენეგროში“. პროექტი 2023 წელს განხორციელდა UNICEF-ის მხარდაჭერითა და მონტენეგროს ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

აღნიშნული პროექტის მთავარ მიზანს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენდა. მათ შორის ისეთი საკითხებისა და ამოცანების კვლევა, როგორიცაა:

  • 2016 წელს მონტენეგროში ჩატარებული შეფასების შემდეგ არსებული პროგრესის დადგენა დადედათა და ახალშობილთაჯანდაცვაში არსებული სამიზნე მიმართულებების იდენტიფიცირება
  • დედათა და ახალშობილთა მოვლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი, პრიორიტეტული აქტივობების დადგენა და შეთავაზება ინსტიტუციურ და ეროვნულ დონეზე
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) „დედათა და ახალშობილთა ჰოსპიტალური მოვლის შეფასებისა და გაუმჯობესების ინსტრუმენტზე“ დაყრდნობით, კონკრეტული სამოქმედო გეგმის შექმნა
  • კვლევის ფარგლებში, შემფასებელთა ადგილობრივი ჯგუფის წევრთა ინფორმირება შეფასების ინსტრუმენტისა და მეთოდოლოგიის შესახებ, ხოლო ჯანდაცვის მუშაკებისთვის და მენეჯერებისთვის ხარისხის გაუმჯობესების კონცეფციის გაცნობა.

საერთაშორისო ფონდი კურაციო მადლობას უხდისკონსულტანტებს, შემფასებელთა ადგილობრივ ჯგუფს, UNICEF-ს დამონტენეგროს ჯანდაცვისსამინისტროს მხარდაჭერისა და გაწეული სამუშაოსთვის.

კვლევის სრულ ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

 

ახალი ამბები