პროექტი: აივ-თან დაკავშირებული სარისკო და უსაფრთხო ქცევები მამაკაცებს შორის, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან და ამავე პოპულაციის ზომის შეფასება

ზოგადი სურათი
აივ-ინფექციის გავრცელების თვალსაზრით საქართველო კონცენტრირებული ეპიდემიის მქონე ქვეყნებს მიეკუთვნება. მოზრდილ მოსახლეობაში აივ ინფექციის
გავრცელებ დაბალია და სავარაუდო მაჩვენებელი 0.5% შეადგენს.  ინფექციის გადაცემის მთავარი გზა 2016 წელს გამოვლენილ შემთხვევათა შორის ჰეტეროსექსუალური კონტაქტი იყო და 51.5% შეადგინა. ხოლო ჰომოსექსუალური კონტაქტების გზით გადაცემის წილი მზარდია და 2016 წლის მონაცემებით 16.8% დაფიქსირდა.
მამაკცები, რომლებსაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან (მსმ) აივ ინფექციის მაღალი რისკის შემცველი  ჯგუფია და სარისკო ქცევაზე ზედამხედველობის და ინფექციის გავრცელების ტენდენციის შესწავლის მიზნით ქცევაზე ზედამხედველობის კვლევები 2007 წლიდან ხორციელდება. ამგვარი კვლევა უკანასკნელად კურაციომ 2015 წელს ჩაატარა, რომლის შედეგადაც თბილისსა და ბათუმში აივ ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელ დაფიქსირდა – 25.1% და 22.3%. ტენდენციის დაკვირვების მიზნით, ზედამხედველობის კვლევა 2018 წელს განმეორებით ტარდება. დაგეგმილია უახლესი შედეგების შესაბამისად განახლდეს მიმდინარე პროგრამები. ამ მიმართულებით სიტუაციის გლობალურ სურათში საქართველოს მდგომარეობის წარმოსადგენად სწორედ კურაციოს კვლევევას ეყრდნობა საერთაშორისო ირგანიზაციები, როგორიცაა გლობალური ფონდი და UNAIDS.
 გეოგრაფიული მოცვა

 საქართველოს 3 ქალაქი (თბილისი,  ქუთაისი, ბათუმი)

 

პროექტის ვადები
კვლევა 2018 წლის ივლისში დაიწყო და 2019 წლის მარტში დასრულდება.
დონორები და პარტნიორები
კვლევას ახორციელებს საერთაშორისო ფონდი კურაციო საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრ თანადგომასთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერონული ცენტრის მიერ,  აივ-ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის გრანტის ფარგლებში.
პროექტის მიზანი და ამოცანები

მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში მსმ პოპულაციის სავარაუდო რაოდენობაზეაივთან მიმართებაში მათ ქცევით თავისებურებებსა და  აივისჰეპატიტისა და სგგი გავრცელებაზე სარწმუნო ინფორმაციის გენერირებასკვლევის შედეგები
გამოყენებული იქნება აივშიდსის ეროვნული პასუხის შესაფასებლად და ადეკვატური ეროვნული პროგრამის ასაგეგმად.

 

პროექტის ამოცანები:

  • მსმ-ებში ქცევაზე ზედამხედველობის კვლევის ჩატარება ბიომარკერის კომპონენტით საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში;
  • ბიომარკერული ტესტირება აივ ინფექციაზე, C ჰეპატიტსა და სგგი-ზე (სიფილისი, ქლამიდია, გონორეა);
  • საქართველოს 3  ქალაქში (თბილისი,  ქუთაისი, ბათუმი) მსმ-ების პოპულაციის სავარაუდო ზომის შეფასება და ამმონაცემების საფუძველზე მსმ-ების სავარაუდო ზომისგაანგარიშება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 კვლევის საბოლოო დოკუმენტები ხელმისაწვდომია ბმულებზე:

  1. ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა, 2019
  2. პოპულაციის ზომის შეფასება, 2019

ახალი ამბები