დედათა და ახალშობილთა მოვლის ხარისხის შეფასება მონტენეგროში
@webdls
საერთაშორისო ფონდი კურაციო აქვეყნებს კვლევის ანგარიშს „დედათა და ახალშობილთა მოვლის ხარისხის შეფასება მონტენეგროში“. პროექტი 2023 წელს განხორციელდა UNICEF-ის მხარდაჭერითა და მონტენეგროს ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
აღნიშნული პროექტის მთავარ მიზანს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენდა. მათ შორის ისეთი საკითხებისა და ამოცანების კვლევა, როგორიცაა:
- 2016 წელს მონტენეგროში ჩატარებული შეფასების შემდეგ არსებული პროგრესის დადგენა დადედათა და ახალშობილთაჯანდაცვაში არსებული სამიზნე მიმართულებების იდენტიფიცირება
- დედათა და ახალშობილთა მოვლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი, პრიორიტეტული აქტივობების დადგენა და შეთავაზება ინსტიტუციურ და ეროვნულ დონეზე
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) „დედათა და ახალშობილთა ჰოსპიტალური მოვლის შეფასებისა და გაუმჯობესების ინსტრუმენტზე“ დაყრდნობით, კონკრეტული სამოქმედო გეგმის შექმნა
- კვლევის ფარგლებში, შემფასებელთა ადგილობრივი ჯგუფის წევრთა ინფორმირება შეფასების ინსტრუმენტისა და მეთოდოლოგიის შესახებ, ხოლო ჯანდაცვის მუშაკებისთვის და მენეჯერებისთვის ხარისხის გაუმჯობესების კონცეფციის გაცნობა.
საერთაშორისო ფონდი კურაციო მადლობას უხდისკონსულტანტებს, შემფასებელთა ადგილობრივ ჯგუფს, UNICEF-ს დამონტენეგროს ჯანდაცვისსამინისტროს მხარდაჭერისა და გაწეული სამუშაოსთვის.
კვლევის სრულ ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
ახალი ამბები
IPN: საერტაშორისო ფონდი კურაციოს პრეზიდენტის ინფორმაციით, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინა ლიმიტირებული იქნება, ქვეყანამ ყველაზე დიდი რაოდენობით კი ისეთი ვაქცინა უნდა მიიღოს, რომელსაც 2-8 გრადუსზე სჭირდება შენახვა
საერთაშორისო ფონდი კურაციო აქვეყნებს კვლევის ანგარიშს „დედათა და ახალშობილთა მოვლის ხარისხის შეფასება მონტენეგროში“