საერთაშორისო ფონდი კურაციო საქართველოში COVID-19-ის მიმდინარეობის პროგნოზს პერიოდულად განაახლებს და უპასუხებს მოსახლეობის კითხვებს

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა პირველი სწრაფი მიმოხილვის დოკუმენტი, რომელიც COVID-19-ის ეპიდემიის წარმატებული მართვის გამოცდილებებს აანალიზებს და ასევე იძლევა პროგნოზს, საქართველოში ეპიდემიის განვითარების შესაძლო სურათზე.

აღნიშნულმა დოკუმენტმა დიდი ინტერესი გამოიწვია მედიის და საზოგადოების მხრიდან. ვინაიდან მოვლენები სწრაფად ვითარდება, ეპიდემიოლოგიური სურათი ცვალებადია, საზოგადოების ინტერესი კი – მაღალი, საერთაშორისო ფონდი კურაციო ხსნის ღია დისკუსიას სოციალური ქსელის და ელ-ფოსტის საშუალებით. მოგვწერეთ თქვენი კითხვები ფეისბუკის გვერდზე, ან ელ-ფოსტაზე: [email protected], კურაციოს ექსპერტები პერიოდულად განახლებულ პროგნოზს შემოგთავაზებენ და ვიდეო კომენტარით პასუხს გასცემენ თქვენს შეკითხვებს.

ამასთანავე, მოგიწოდებთ ყველამ ერთად გავიზიაროთ სოციალური დისტანცირების პასუხიმგებლობა ეპიდემიის უკეთესი გამოსავლებისთვის, ექიმებისთვის, ჩვენთვის და ჩვენი ოჯახის წევრებისთვის.

#დარჩითსახლში.

ახალი ამბები

No comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *