კვლევის შედეგები მედიკამენტების ფასებსა და მათ ხელმისაწვდომობაზე საქართველოში

საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” დაასრულა მუშაობა კვლევაზე: “საქართველოში მედიკამენტების ფასები, ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა“. მოცემული კვლევის პირველი ეტაპი მსოფლიო ბანკის, მეორე კი ღია საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა.
კვლევა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდისა და შესაბამისი მტკიცებულებების გამყარებით მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

კვლევა ჩატარდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით და მოიცვა ლიცენზირებული აფთიაქების 70%. საქართველოს ოთხ რეგიონში, 146 აფთიაქში განხორციელებული გამოკვლევის შედეგად შეფასდა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის დინამიკა 2010 წლის პირველი 6 თვის მანძილზე. შესწავლილ იქნა ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა, ფასები და ფასნამატის მარჟები 52 მედიკამენტზე. განხორციელდა საქართველოს ბაზარზე მედიკამენტების ფასების შედარება ევროპის სხვა ქვეყნების ფასებთან.

იხილეთ კვლევის სრული ანგარიში.

ახალი ამბები

საქართველოში ტუბერკულოზის სფეროში სამედიცინო პერსონალის  შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება: ხარჯთეფექტიანობისა და გავლენის განსაზღვრა (RBF4TB)

შესავალი და მოკლე მიმოხილვა საერთაშორისო ფონდი კურაციო დედოფალ მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტთან (გაერთიანებული სამეფო), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტთან (ბელგია) ერთად ახორციელებს კვლევას “სქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება:…

ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა ბიომარკერის კომპონენტით საქართველოს ორ ძირითად ქალაქში მამაკაცებს შორის, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან, 2015

საერთაშორისო ფონდი კურაციო აგრძელებს ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების განხორციელებას აივ-ის გავრცელების თვალსაზრისით საკვანძო ჯგუფებში. კვლევა მიზნად ისახავს აივ ინფექციის  გავრცელების შეფასებას ამ ჯგუფებში; აივ ინფექციასთან მიმართებაში ძირითადი სარისკო ქცევების განსაზღვრას და ადვოკატირებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის მტკიცებულებების გენერირებას. წინამდებარე კვლევა წარმოადგენს ბიომარკერის…

ჟურნალ BMC-ში გამოქვეყნდა საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ საქართველოში ჩატარებული რანდომიზებული კვლევა – „იმუნიზაციის პროგრამაზე მხარდამჭერი მეთვალყურეობის როლის შედეგები“ .

ჟურნალ BMC-ის დანართში ”საერთაშორისო ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები 2009” საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ და საერთაშორისო ექსპერტების კვლევითი სტატია „არათანაბარი მოცვა: უთანასწორობის გამოვლენა იმუნზაციის დონის გასაუმჯობესებლად მტკიცებულების დახმარებით“გამოქვეყნდა. კვლევა ჩატარდა კანადის საერთაშორისო იმუნიზაციის ინიციატივის მეორე ეტაპის (CIII2) ფარგლებში – ოპერაციული კვლევების გრანტები….

საერთაშორისო ფონდი კურაციო იწყებს სტიპენდიის პროგრამას ჯანდაცვის/ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვის ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტებისთვის

ხართ ჯანდაცვის/საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტი? თუ ასეა, უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ მიიღოთ სტიპენდია 250 ლარის ოდენობით თვეში. 2009 წლიდან საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ დაიწყო სტიპენდიების გაცემა საქართველოს აკრედიტირებული უნივერსიტეტების, ჯანდაცვის ორგანიზაციის/საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტებისათვის….