ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მე-15 ტალღა

საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ აქვეყნებს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის ახალ მეთხუთმეტე ტალღას: „სამედიცინო სერვისების ბაზარი საქართველოში, მისი სტრუქტურდა სტრუქტურიდან გამომდინარე შედეგები“.

ბარომეტრის მეთხუთმეტე ტალღა მომზადებულია საერთაშორისო ფონდი „კურაციოსა“ და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის საერთო კვლევითი პროექტის ფარგლებში: „კონცენტრაცია და ფრაგმენტაცია: საქართველოს სამედიცინო ბაზრის სტრუქტურის გავლენა სერვისებზე წვდომასა და სამედიცინო მომსახურების ხარისხზე”, რომელიც დაფინანსებულია The Department for International Development (DFID), the Economic and Social Research Council (ESRC), the Medical Research Council (MRC) და the Wellcome Trust-ის მიერ.

მიმდინარე ტალღა მიზნად ისახავს შეაჯამოს საყოველთაო პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე საქართველოს სამედიცინო ბაზრის სტრუქტურული ფაქტორები, მისი შედეგები/პრობლემები და პრობლემის აღმოფხვრის შესაძლო მექანიზმები და ეფუძნება სახელმწიფო სამსახურების მიერ მოგროვებულ ინფორმაციას და მასზე დაყრდნობით მომზადებულ ეროვნულ კვლევით და სტატისტიკურ მონაცემებს, სხვადასხვა ანგარიშებს, რომლებიც მომზადებულია:

  • საერთაშორისო ფონდი კურაციოს,
  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის,
  • ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტისა და
  • ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ.

სრული დოკუმენტი იხილეთ აქ. 

ახალი ამბები