ჯანდაცვის სისტემების ექსპერტი გიორგი გოცაძე ჯანდაცვის სისტემების შესახებ ზოგად საგანმანათლებლო კურსს გამართავს

ჯანდაცვის სისტემების ექსპერტი გიორგი გოცაძე საგანმანათლებლო პლატფორმა Edushare-თან თანამშრომლობის ფაგლებში გამართავს საგანმანათლებლო კურსს ჯანდაცვის სფეროს შესახებ.

გიორგი გოცაძე არის ჯანდაცვის სისტემების ექსპერტი და აქვს ჯანდაცვის პოლიტიკისა და  სისტემების სფეროში მოღვაწეობის 20 წელზე მეტ ხნიანი გამოცდილება.  იგი არის საერთაშორისო ფონდ კურაციოს, დამფუძვნებელი და პრეზიდენტია და ამასთანავე საერთაშორისო ორგანიზაცია – Health Systems Globalის აღმასრულებელი დირექტორი. გიორგი გოცაძის 50-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორია რეფერირებად ჟურნალებში. იგი 20-ზე მეტ ქვეყანაში განხორციელებული პროგრამების პორტფელს მართავს.

სალექციო კურსი მიზნად ისახავს მსმენელს მიაწოდოს ინფორმაცია ჯანდაცვის სფეროს ფუნქციონირების შესახებ და ისაუბროს საქართველოსთვის სფეროს საზოგადოებრივი და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე. კურსი აღმასრულებელი რგოლის მენჯერებისთვის მომზადდა და 5 ლექციას მოიცავს, რომელიც 3 კვირის მანძილზე სასტუმრო რუმსში გაიმართება.

სალექციო კურსი ჯანდაცვის სფეროს წარმოაჩენს ისტორიული, გლობალური და ეროვნული კონტექსტის გათვალისწინებით, რათა მსმენელმა შეძლოს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ადვილად შეადაროს სხვა ქვეყნების გამოცდილებებსა თუ გამოწვევებს. სალექციო მასალა ეფუძნება, ისტორიულ ფაქტებს და რეალურ სტატისტიკურ მონაცემებს. იგი ცდილობს დაამსხვრიოს საზოგადოებაში ფართოდ დამკვიდრებული თუ მთავრობის მიერ მოწოდებული მითები, გამოკვეთოს საკითხები, რომლებზეც საზოგადოების ჩართულობა და მსჯელობა აუცილებელია.

ძირითადი კითხები რომელსაც სალექიო კურსი გასცემს პასუხს

  1. რა როლი ენიჭება ჯანდაცვას თანამედროვე 21-ე საუკუნის საზოგადოებაში და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში?
  2. როგორ აღმოცენდა მსოფლიოში და საქართველოში ჯანდაცვის სიტემები და დღეს განვითარების რა ფაზაში არიან?
  3. რა არის მსფოლიო ჯანდაცვის და საქართველოს ჯანდაცვის სისტემების ძირითადი გამოწვევები?
  4. რამდენად მსგავსი თუ განსხვავებულია საქართველოს ჯანდაცვა მსოფლიო ჯანდაცვის სისტემებისგან?
  5. რა კრიტიკული ამოცანები დგას დღევანდელი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წინაშე და რამდენად ადეკვატურად ხდება ამ ამოცანების გადაჭრა?

კურსის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ “ედუშეარის” გვერდს.

ახალი ამბები