პირველადი ჯანდაცვა საქართველოში: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 6 წლის შემდეგ

საერთაშორისო ფონდი კურაციო აქვეყნებს საქართველოს პირველადი ჯანდაცვის მოკლე მიმოხილვას, რომელიც ეფუძნება პირველად ჯანდაცვაში ახალ გლობალური ინიციატივის Primary Health Care Performance Initiative მიერ მომზადებულ ჩარჩოს პირველადი ჯანდაცვის სასიცოცხლო ნიშნებს“, რომლის მიზანია პირველადი ჯანდაცვის გარდაქმნა პროგრესის გაზომვით, გამოწვევების აღმოფხვრითა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

საქართველოს პირველადი ჯანდაცვის მოკლე მიმოხილვის დოკუმენტი დაყოფილია ოთხ ძირითად ნაწილად: ქვეყნის ძირითადი ინდიკატორები, ჯანდაცვის დაფინანსება, სისტემის შესაძლებლობები და პირველადი ჯანდაცვის შესრულება. ინფორმაცია, რომელიც ზემოაღნიშნულ მიმართულებებში არის წარმოდგენილი ეფუძნება ეროვნულ კვლევით და სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებსაც სახელმწიფო სამსახურები აგროვებს და ასევე, სხვადასხვა ანგარიშს, რომლებიც მომზადებულია საერთაშორისო ფონდი კურაციოს, ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების კვლევის ალიანსის, მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ.

დოკუმენტი ხაზს უსვამს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის როლს მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში თუმცა ასევე ასკვნის, რომ პირველად ჯანდაცვაში არსებული გამოწვევების დასაძლევად საჭიროა დარგის პრიორიტეტიზაცია და პროგრამული მართვის გაუმჯობესება.

სრული დოკუმენტი იხილეთ აქ.

ახალი ამბები