მსმ პოპულაციის ზომის შესაფასების კვლევა, თბილისი საქართველო

ჟურნალი PLOS ONE აქვეყნებს სტატიას საერთაშორისო ფონდი კურაციოს მკვლევარების ავტორობით, Population Size Estimation of Men Who Have Sex with Men in Tbilisi, Georgia;

ფონდმა 2014 წელს ჩაატარა პოპულაციის ზომის შეფასების კვლევა თბილისის მასშტაბით, მამაკაცებში, რომლებსაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან. სტატიაში თბილისის კვლევის შედეგები შედარებულია  ჩვენი რეგიონების სხვა ქვეყნებში მცხოვრები მსმ პოპულაციის მაჩვენებლებს. პოპულაციის ზომის შეფასების კვლევები ძალზედ მნიშვნელოვანია აივ პროგრამების წარმატებულად დაგეგმვისა და მონიტორინგისთვის, თუმცა ხშირად ვერ ხდება მათი ჩატარება.

მსმ პოპულაციის ზომის შეფასების „ოქროს წესის – სტანდარტის“ არ არსებობის გამო, კვლევა  ჩატარდა სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით,  როგორებიცაა: ქსელის ზომის განსაზღვრის მეთოდი (network scale-up), მრავლობითი კოეფიციენტების მეთოდი მობილური/ვებ აპლიკაციების მოხმარების, უნიკალური ნივთების და სერვისის მოხმარების ინფორმაციის გამოყენებით  (mobile/web apps multiplier, service and unique object multiplier), ჩაჭერა-უკუჩაჭერის მოდიფიცირებული მეთოდი (network-based capture-recapture), ჰენდკოკის RDS-ზე დაფუძნებული მეთოდი (Handcock RDS-based) და ჯგუფის ცოდნის მეთოდი (Wisdom of Crowds). იმისთვის, რომ ყველა ეს მეთოდი გამოგვეყენებინა, კვლევა ჩატარდა ორ ეტაპად: პირველი შინამეურნეობების გამოკითხვა 1,015 ზრდასრულ ზოგად პოპულაციაში და მეორე გამოკითხვა რესპონდენტზე ორიენტირებული შერჩევის მეთოდით  210 მსმ რესპონდენტთან. სტატიაში ასევე მოყვანილია მსმ პოპულაციის ზომის სავარაუდო მაჩვენებლები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჩატარებული მსგავსი კვლევების შესახებ ლიტერატურის მიმოხილვას ეფუძნება.

კვლევის შედეგად მიღებული რიცხვი, რომელიც თბილისის მსმ პოპულაციის ზომას ადგენს,  აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს შორის მერყეობს. ეს მაჩვენებლები ღირებული  ინფორმაციაა აივ-ის გავრცელების პრევენციული პროგრამების დაგეგმვის და შეფასებისთვის. მეტიც, ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი კვლევის შედეგები ნაწილობრივ შეავსებს არსებულ ინფორმაციულ ვაკუუმს, რომელიც რეგიონებში მსმ მოსახლეობის ზომის მაჩვენებლების ხელმისაწვდომობის მხრივ არსებობს.

სტატიის წასაკითხად, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე..

ახალი ამბები

სტატია: ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ეკონომიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევა საქართველოში: პოლიტიკის ინფორმირება და მტკიცებულებების გამოყენება

ახალი სტატია საუბრობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ეკონომიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების შესახებ საქართველოში და მიმოიხილავს შესაძლებლობებს, რომელიც რეფორმირებისთვის საჭირო სტრატეგიის განვითარებას დაეხმარება. სტატია ახლახანს გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში BMC Health Services Research, კურაციოს მკვლევრების: ლელა სულაბერიძე, ივდითი ჩიქოვანი, მაია უჩანეიშვილი,…

ინტერვიუ თამარ სირბილაძესთან საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების ზომასა და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირების რისკის შემცველი ქცევების შესახებ

ინტერვიუ ეყრდნობა საქართველოს 7 ქალაქში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში  ბიომარკერის კომპონენტით ქცევაზე ზედამხედველობის ინტეგრირებული კვლევის უახლეს ტალღას. კვლევა მიზნად ისახავს შეაფასოს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ ინფექციის და C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება, განსაზღვროს აივ ინფექციასთან მიმართებაში ძირითადი სარისკო ქცევები და მოიძიოს მტკიცებულებები…

საქართველოში ტუბერკულოზის სფეროში სამედიცინო პერსონალის  შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება: ხარჯთეფექტიანობისა და გავლენის განსაზღვრა (RBF4TB)

შესავალი და მოკლე მიმოხილვა საერთაშორისო ფონდი კურაციო დედოფალ მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტთან (გაერთიანებული სამეფო), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტთან (ბელგია) ერთად ახორციელებს კვლევას “სქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება:…

ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა ბიომარკერის კომპონენტით საქართველოს ორ ძირითად ქალაქში მამაკაცებს შორის, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან, 2015

საერთაშორისო ფონდი კურაციო აგრძელებს ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების განხორციელებას აივ-ის გავრცელების თვალსაზრისით საკვანძო ჯგუფებში. კვლევა მიზნად ისახავს აივ ინფექციის  გავრცელების შეფასებას ამ ჯგუფებში; აივ ინფექციასთან მიმართებაში ძირითადი სარისკო ქცევების განსაზღვრას და ადვოკატირებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის მტკიცებულებების გენერირებას. წინამდებარე კვლევა წარმოადგენს ბიომარკერის…

ჟურნალ BMC-ში გამოქვეყნდა საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ საქართველოში ჩატარებული რანდომიზებული კვლევა – „იმუნიზაციის პროგრამაზე მხარდამჭერი მეთვალყურეობის როლის შედეგები“ .

ჟურნალ BMC-ის დანართში ”საერთაშორისო ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები 2009” საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ და საერთაშორისო ექსპერტების კვლევითი სტატია „არათანაბარი მოცვა: უთანასწორობის გამოვლენა იმუნზაციის დონის გასაუმჯობესებლად მტკიცებულების დახმარებით“გამოქვეყნდა. კვლევა ჩატარდა კანადის საერთაშორისო იმუნიზაციის ინიციატივის მეორე ეტაპის (CIII2) ფარგლებში – ოპერაციული კვლევების გრანტები….

საერთაშორისო ფონდი კურაციო იწყებს სტიპენდიის პროგრამას ჯანდაცვის/ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვის ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტებისთვის

ხართ ჯანდაცვის/საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტი? თუ ასეა, უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ მიიღოთ სტიპენდია 250 ლარის ოდენობით თვეში. 2009 წლიდან საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ დაიწყო სტიპენდიების გაცემა საქართველოს აკრედიტირებული უნივერსიტეტების, ჯანდაცვის ორგანიზაციის/საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტებისათვის….