ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მე-17 ტალღა

საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ აქვეყნებს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის ახალ მეჩვიდმეტე ტალღას: “საქართველოში ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების ფინანსური ტვირთი მოსახლეობისთვის: გამოწვევები და პერსპექტივები“.

ბარომეტრის ეს XVII ტალღა მიზნად ისახავს:

  • გამოავლინოს ის ჯანდაცვათი დანახარჯები, რომლებიც იწვევს მოსახლეობის გაღარიბებას;
  • აღწეროს, თუ როგორ უზრუნველყოფს სახელმწიფო ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით დაფარვას და რა მიღწევები და გამოწვევები არსებობს ამგზაზე?
  • შეიმუშაოს რეკომენდაციები მოსახლეობის ფინანსური დაცულობის გასაუმჯობესებლად – ანუ გამაღარიბებელი დანახარჯების ეფექტის შესამცირებლად.

ბარომეტრის მეჩვიდმეტე ტალღა მომზადებულია საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ მიერ კვლევითი პროექტის ფარგლებში: „რატომ იწვევს ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები მოსახლეობის გაღარიბებას, მაშინ როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცვა ქვეყანაში  90%“ შეადგენს?“, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი-ის მიერ.

სრული დოკუმენტი იხილეთ აქ: ბარომეტრი XVII ტალღა.

DOI: 10.13140/RG.2.2.24611.77602

ახალი ამბები